ეტნე აღმოაჩინეს 2001 წლის 9 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2001 J 11.[1][2] 2003 წლის აგვისტოში თანამგზავრს ეწოდა სახელი ეტნე ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ნიმფის მიხედვით.[3]
ორბიტა
ეტნე იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 23 229 000 კმ მანძილზე 730 დღეში, 4 საათსა და 19 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,2643. რეტროგრადული ორბიტის დახრილობაა 165,091°. ეკუთვნის კარმე ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
ეტნეს დიამეტრი დაახლოებით 3 კმ-ია. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,7m.