ერიდუ — შუმერული უძველესი ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში, რომელიც არსებობდა 5 300 წლის წინ ჩვენს ერამდე. ის იყო პირველთაგანი წარღვნამდელი პერიოდის იმ ხუთ ქალაქს შორის, სადაც მორიგეობის წესით მკვიდრობდა შუმერის მეფობა. მისი მთავარი ღვთაებაა ენქი — შუმერული პანთეონის უზენაესი ტრიადის მესამე წევრი. ამავე ქალაქთანაა დაკავშირებული შუმერულ ეპოსში მოხსენიებული პირველი ადამიანი — ადაპა.