ენრიკე პენია ნიეტო (ესპ. Enrique Peña Nieto; დ. 20 ივლისი, 1966.) — მექსიკელი პოლიტიკოსი, მექსიკის პრეზიდენტი 2012-2018 წლებში. 2005-2011 წლებში იგი მეხიკოს შტატის გუბერნატორი იყო. 2011 წლის 19 სექტემბერს მან საკუთარი კანდიდატურა მექსიკის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა[1] და ფორმალურად 2011 წლის 27 ნოემბერს დარეგისტრირდა როგორც კანდიდატი. 2 ივლისს, ნიეტომ თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, მის მიერ დაგროვილი ხმები 37—38% იყო.[2] მოქმედმა პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა მას გამარჯვება მიულოცა.[3]
პენია ნიეტო მეხიკოს შტატის ქალაქ ატლაკომულკოში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი პანამერიკულ უნივერსიტეტში (Universidad Panamericana) მიიღო, ბიზნესის მაგისტრის კი EGADE Business School-ში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო