დახვეწილი მუტანტიტელეპათი ემა ფროსტი, იგივე თეთრი დედოფალი, იქს-ადამიანების ყოფილი მტერი 2000-იან წლებში გუნდს უერთდება, მათთან ერთად იწყებს ბრძოლასა და ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი ხდება. 2005 წელს, IGN-მა ფროსტი კომიქსის ყველაზე ცხელ გოგოდ დაასახელა, 2006 წელს კი მუტანტმა IGN-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანს შორის 21-ე პოზიცია დაიკავა.
2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის ფროსტმა 69-ე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა იქს-ადამიანების გაცილებით დიდი ისტორიის მქონე პერსონაჟები. იმავე წლის ივლისში, გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის კი 30-ე და მარველის მდედრობითი სქესის ყველა სხვა პერსონაჟი დაჯაბნა.
მუტანტი ფლობს სხვადასხვაგვარ ტელეპატიურ შესაძლებლობებს: შეუძლია აზრების კითხვა, სხვების გონებაში შეღწევა, მოწინააღმდეგისთვის ფსიქიკური ტრავმების მიყენება. ადამიანის შუბლზე შეხებით მუტანტს შეუძლია გამოიწვიოს გონების საშინელი ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა. ტელეპატიურად შეუძლია გონებადაკარგული მსხვერპლი სასურველი დროის მანძილზე არსებულ მდგომარეობაში დატოვოს, უცნობია ამ უნარის მოქმედება გონზე მყოფ ადამიანზე. ემას შეუძლია მიიღოს (გარდაქმნას კანი, თმა) გაუნადგურებელი ბრილიანტის ფორმა, თუმცა არსებობს პატარა ნაპრალი, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ბრილიანტის დამსხვრევა. ამგვარ მდგომარეობაში ემას ტელეპათიური შესაძლებლობები არ მოქმედებს, სამაგიეროდ გაზრდილია მისი ფიზიკური სიძლიერისა და სიმტკიცის დონე.
ემა ფროსტი კარგად ერკვევა ელექტრონიკაში და შეუძლია სხვადასხვაგვარი მექანიზმის შექმნა, მაგალითისთვის, ემას უშუალო დახმარებით შეიქმნა მომცრო ზომის აპარატი, რომლის დახმარებითაც ე.წ. ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბის კოორტმა - მასტერმაინდმაფენიქსის გონებაზე ჰალუცინაციური ზემოქმედება მოახდინა.