ბანში (პერსონაჟი)

ბანში
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #28 (1967 წლის იანვარი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, როი ტომასი, ვერნერ როსი
დახასიათება
ალტერ ეგო შონ კესიდი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ინტერპოლი
NYPD
Factor Three
მუირის კუნძულის იქს-ადამიანები
იქს-თაობა
X-Corps
შესაძლებლობა ხმის იოგები გამოსცემს დამანგრეველი სიძლიერის ბგერებს (განსხვავებული ეფექტებით - ბლასტები, ენერგიის ლახვარი)
ფრენა,
კარგი სმენა,
გულისრევის, ორიენტაციისა და ცნობიერების დაკარგვის გამოწვევის შესაძლებლობა,
იმუნიტეტი ტომ კესიდის ძალის მიმართ

შონ კესიდი (ბანში)Marvel Comics-ის სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალ როი ტომასისა და ილუსტრატორ ვერნერ როსის მიერ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში „იქს–ადამიანები“ (ნაწ. 1) #28 (1967 წლის იანვარი).

ირლანდიელი მუტანტი ბანში ფლობს განსაკუთრებულ ხმის იოგებს, რისი მეშვეობითაც გამოსცემს დამანგრეველი სიძლიერის ბგერებს, რაც იწვევს მტრის სასმენი სისტემის დაზიანებას, ფიზიკურ ვიბრაციებსაც კი. სახელი ლეგენდარული ბანშის მიხედვით დაარქვეს. ბანში მოჩვენებაა ირლანდიურ მითოლოგიაში, რომელსაც ძლიერი ტირილი შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანში ქალი მოჩვენებაა, რაც არ გაითვალისწინეს პერსონაჟის შემქმნელებმა.

ინტერპოლის ყოფილი აგენტი და NYPD-ს ოფიცერი ბანში თანამებრძოლ იქს-ადამიანებზე ასაკით გაცილებით უფროსია. იგი გუნდთან მცირე ხნით თანამშრომლობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ოთხმოცდაათიანი წლების იქს-თაობის მენტორი იყო.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!