ელ-ლიმონი (ესპ. El Limón) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, არაგუის შტატის შემადგენლობაში.
მდებარეობს ვალენსიის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მდინარე ელ-ლიმონის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 436 მ სიმაღლეზე. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 106.206 კაცს.[2]
ფართობი 52,12 კმ².
მისგან ჩრდილოეთით 7 კილომეტრზე მდებარეობს ქალაქი მარაკაი. ჰაერის ტემპერატურა მაღალ ადგილებში იცვლება 16,8°C-იდან 28°С-მდე.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 24°С-ს. მხარე, რომელშიც ელ-ლიმონი მდებარეობს წარსულში წარმოადგენდა შაქრის ლერწმის პლანტაციების ადგილს.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო