დრაკონი (შუახმელეთი)

ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში დრაკონები ეფუძნებიან ევროპულ ლეგენდებში აღწერილებს.

გარდა სიტყვისა „dragon“ (რომელიც ფრანგული ენიდან იქნა აღებული), ტოლკინი იყენებდა ტერმინებს „drake“ (ორიგინალური ინგლისური ტერმინი, ძველი ინგლისურიდან), „draca“ (ლათინური „draco“-დან) და „worm“-ს (ჭიას, wyrm, "serpent", "dragon", ინგლ. ინგ.)

ისტორია

დრაკონები პირველ ეპოქაში შექმნა მორგოთმა. მან დაიმორჩილა რამდენიმე მაია და დრაკონების სხეულში შეასახლა. დრაკონებს ჰქონდა დამოუკიდებლად გამრავლების უნარი. გვიან ეპოქებში მათი წარმოშობის ადგილი გახდა დამჭკნარი ველი. ისტორიაში პირველი ცნობილი დრაკონი იყო გლაურუნგი.

შუახმელეთში არსებობდნენ სხვადასხვა ტიპის დრაკონები და ისინი ასევე განსხვავდებოდნენ გადაადგილების უნარის მიხედვით:

ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ფეხები, არც წინა და არც უკანა, შესაბამისად იგი გადაადგილდებოდა, უფრო სწორად, დაცოცავდა გველივით. ზოგი დადიოდა ოთხ ფეხზე, მსგავსად ხვლიკისა ან სხვა რეპტილიისა.

დრაკონების მესამე ტიპი სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ გააჩნდა როგორც ფეხები, ისევე ფრთები. ისინი გამოჩნდნენ რისხვის ომში, რომელიც მიმდინარეობდა პირველი ეპოქის მიწურულს, მაგრამ ამის შემდეგ გაქრნენ. მიუხედავად ამისა ფრთიანი დრაკონების ნაწილი გადარჩა და არსებობდა გვიან ეპოქებში (იხ. სმაუგი). შუახმელეთში ზოგიერთი დრაკონი იყო ცეცხლისმფრქვევი. ასეთ დრაკონებს უწოდებდნენ ურულოკებს. არსებობდნენ ცივი გველებიც , რომელთაც ცეცხლის ფრქვევის უნარი არ გააჩნდათ.

ცეცხლისმფრქვევი დრაკონების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ გლაურუნგი და სმაუგი (რომელსაც გლაურუნგისგან განსხვავებით ფრთებიც გააჩნდა).

აღსანიშნავია ასევე დრაკონების დამოკიდებულება განძეულობისადმი, განსაკუთრებით ოქროულობისადმი - ეს კარგად ჩანს ბილბოს მოგზაურობის ისტორიაში.

მათ ცბიერებას, ძლიერ ფიზიკურ და დაჰიპნოზების ძალას უწოდებდნენ დრაკონის ჯადოს. დრაკონის ჯადოს ქვეშ რომ არ მომხდარიყო ვინმე, ამისათვის არავითარ შემთხვევაში პირდაპირ თვალებში არ უნდა ეცქერათ და ასევე გამოცანებით უნდა დალაპარაკებოდნენ, ისე, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობდნენ სრულად არ გაეცათ. ამის გამო დრაკონი ბრაზდებოდა და იბნეოდა.

ცნობილია ასევე, რომ ჯუჯებისათვის გამოჭედილ შვიდი ბეჭდისგან ოთხი იყო განადგურებული ცეცხლისმფრქვევი დრაკონის ცეცხლით. მაგრამ ძალაუფლების ბეჭდებისა და მთავარი ბეჭდის გასანადგურებლად მათი ცეცხლის ძალა არ კმაროდა.

დრაკონებს აგრეთვე ჰქონდათ თვისება, რომელსაც „დრაკონების შელოცვა“ ეწოდებოდა. ეს იყო სხვებზე ზემოქმედების საშუალება. სხვადასხვა ნაწარმოებიდან კარგად ცნობილია დრაკონების სმაუგისა და გლაურუნგის ასეთ თვისებებზე.

გველეშაპები

გველეშაპები (Worms) შუახმელეთში  წარმოადგენდნენ დრაკონების რასას, განსაკუთრებით უფრთო დრაკონები (როგორიც იყო გლაურუნგი). ისინი გამოირჩეოდნენ იმით, რომ მხოლოდ ძირს დაცოცავდნენ.

გნომურად (რომელიც ელფურის ადრეული ვარიანტი იყო) worm ჟღერს, როგორც gvem.

Worm არის Dragon-ის ძველი ფორმა და მომდინარეობს ძველი ინგლისური wyrm-იდან, აგრეთვე ძველსკანდინავიური ormr-იდან (გველი).

ცნობილი დრაკონები

ანკალაგონი

ანკალაგონი — ფრთიანი დრაკონებიდან ერთ-ერთი უძლიერესი. იგი შექმნა მორგოთმა პირველ ეპოქაში, რისხვის ომისთვის, რომელიც ვალართა წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მან გააგზავნა ანკალაგონი ანგბანდიდან, რათა თავისი მტრები გაენადგურებინა. ეს დრაკონი ისეთი ძლევამოსილი იყო, რომ მას წინ თვით ვალართა მეუფეც მანუე კი ვერ აღუდგა.

მხოლოდ ეარენდილი, ნახევრად-ელფების შთამომავალი, ელდართა და ედაინთა უფლისწული, დაეშვა ციდან თავის გემზე ვინგილოთზე და შეება ბრძოლაში ამ უძლეველ დრაკონთან. ისინი მთელი დღე იბრძოდნენ, სანამ ეარენდილმა არ დაამარცხა ანკალაგონი. არდის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლა ეარენდილის და ანკალაგონისა იყო.

ჯადოსან განდალფის თქმით, ანკალაგონის მიერ გამოფრქვეული ცეცხლი იმდენად ღონიერი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო გაენადგურებინა ყველა ძალაუფლების ბეჭედი, გარდა მთავარისა.

სკათა

სკათა ასევე ცნობილია, როგორც „სკათა გველი“. ბინადრობდა რუხ მთებში, ისევე როგორც ყველა ჩრდილო დრაკონი. სკათას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი განგმირაფრაგმარის შვილმა ფრამმა (ეორლ ახალგაზრდას წინაპარმა).

სკათას დაღუპვის შემდეგ, მის მიერ დაგროვებულმა სიმდიდრემ გამოიწვია ეოთეოდის ხალხსა და მესაკუთრე, თავმოყვარე ჯუჯებს შორის დიდი განხეთქილება, რომელიც მოგვიანებით ომში გადაიზარდა. ჯუჯები მიიჩნევდნენ რომ ის განძეული, რომელსაც ადრე დრაკონი დარაჯობდა მათ ეკუთვნოდათ. ომში ფრამი დაიღუპა. მიუხედავად იმისა რომ ეს ომი დასრულდა, ეოთეოდმა განძეულის ნაწილის ჩაგდება შეძლო. მათ ჩამოიტანეს ეს სიმდიდრე როჰანში, რომელშიც საბოლოოდ დასახლდნენ.

საყვირი, რომელიც ეოვინმა მერი ბრენდიბაკს აჩუქა, სწორედ რომ იმ განძეულიდან იყო, რომელსაც დრაკონი სკათა იცავდა.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!