დოროთი „დოლი“ დენდრიჯ პეინ ტოდ მედისონი (ინგლ.Dorothea „Dolley“ Dandridge Payne Todd Madison; დ. 20 მაისი, 1768 — გ. 12 ივლისი, 1849) — ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის, ჯეიმზ მედისონის (1809-1817) ცოლი. ცნობილი თავისი სოციალური გრაციით, რამაც მისი ქმრის, როგორც პრეზიდენტის პოპულარობას შეუწყო ხელი. მანვე შეუწყო ხელი ახალაშენებული თეთრი სახლის ავეჯით მოწყობას. 1814 წელს, როდესაც ბრიტანელებმა ვაშინგტონი გადაწვეს და თეთრ სახლსაც წაუკიდეს ცეცხლი, დოლიმ ჯორჯ ვაშინგტონის კლასიკური პორტრეტი გადაარჩინა. ქვრივობის ჟამს ის სიღარიბეში ცხოვრობდა, ნაწილობრივ ქმრის ნაწერების გაყიდვით ირჩენდა თავს.
ადრეული წლები
ოჯახში პირველი გოგონა დოროთი დენდრიჯ პეინი 1768 წლის 20 მაისს, ჩრდილოეთ კაროლინაში, კვაკერთა დასახლებაში დაიბადა. ვირჯინიელი მერი კოული პეინისა და ჯონ პეინ უმცროსის ოჯახში, რომლებიც 1765 წელს ჩრდ. კაროლინაში გადასახლდნენ.[1]
1769 წლისთვის პეინები ისევ ვირჯინიაში დაბრუნდნენ.[1] ახალგაზრდა დოლი ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში მისი მშობლების პლანტაციაში კომფორტულ გარემოში იზრდებოდა და დედის ოჯახს მჭიდროდ დაუკავშირდა. საბოლოოდ მას სამი და: ლუსი, ანა და მარი და ოთხი ძმა: უოლტერი, უილიამ თემპლი, ისააკი და ჯონი ეყოლა.
1783 წელს, ამერიკის რევოლუციური ომის დროს, ბევრი სხვა მონათმფლობელის მსგავსად,[2] ჯონ პეინმა მონები გაათავისუფლა.[1] ზოგიერთმა, მათ შორის პეინმაც, ეს კვაკერული აღზრდის (თანაგრძნობის) გამო გააკეთა, დანარჩენები კი რევოლუციური იდეალებით იყვნენ შთაგონებულნი. 1782 წლიდან 1820 წლამდე ვირჯინიაში გათავისუფლებულ შავკანიანთა შეფარდება მთლიანდ შტატის შავკანიან მოსახლეობასთან <1%-დან 7.2%-მდე გაიზარდა. 30 000-ზე მეტი შავკანიანი გაათავისუფლეს.[3]
პეინმა ოჯახი ფილადელფიაში წაიყვანა, სადაც ის ბიზესში ჩაება და სახამებლებით ვაჭრობა დაიწყო, მაგრამ მისი ბიზნესი 1791 წელს ჩავარდა. მერიმ პანსიონატი გახსნა. 1792 წლის ოქტომბერში ჯონი გარდაიცვალა. მერიმ პანსიონატი დახურა და შემდეგ წელს თავის ყველაზ ეუმცროს შვილებთან, მერისთან და ჯონთან ერთად დასავლეთ ვირჯინიაში, თავის ქალიშვილ ლუსისთან და მის ქმართან, ჯორჯ სტეპტო ვაშინგტონთან გადავიდა.
ქორწინება და ოჯახი
1790 წლის იანვარში დოლი პეინი კვაკერ იურისტზე, ჯონ ტოდზე ფილადელფიაში დაქორწინდა. მათ მალე შეეძინათ ორი ვაჟი: ჯონ პეინი (რომელსაც პეინს ეძახდნენ) და უილიამ თემფლი (დ. 4 ივლისი, 1793[4]). 1793 წელს, როდესაც მერი პეინმა ფილადელფია დატოვა, დოლის და, ანა პეინი მასთან საცხოვრებლად გადავიდა, რათა ბავშვების აღზრდაში დახმარებოდა.
1793 წელს ფლადელფიაში ყვითელი ცხელების ეპიდემიამ იჩინა თავი. ეპიდემიამ ოთხი თვის მანძილზე 5019 ადმაიანის სიცოცხლე შეიწირა,[5] მათ შორის, დოლის 29 წლის ქმარი, 3 თვის ვაჟი - უილიამ თემფლი და ქმრის მშობლები.[6][1] სექტემბრის შუა ხანებამდე ქალაქიდან 20 000-მდე ადამიანი გაიქცა. დაქვრივებული დოლი, თავის ვაჟთან ერთად მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
მეორე ქორწინება
დოლი პეინი და ჯეიმზ მედისონიაშშ-ის წარმოამდგენლობით პალატაში ვირჯინიას წარმოადგენდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 1794 წლის მაისში, დოლი და ჯეიმზი აარონ ბურმა, მედისონის დიდი ხნის მეგობარმა ფორმალურად გააცნო ერთამენთს. 43 წლის მედისონი ახალგაზრდა ქვრივზე 17 წლით იყო უფროსი, მაგრამ აგვისტოსთვის დოლი მედისონს ცოლობაზე დათანხმდა. ისინი 1794 წლის 15 სექტემბერს დაქორწინდნენ და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ფილადელფიაში ცხოვრობდნენ.[7]
მემკვიდრეობა
მეორე მსოფლიო ომის დროს, პანამა-სითიში (ფლორიდა) აგებულ საზღვაო ხომალდს — SS Dolly Madison — სახელი მის პატივსაცემად ეწოდა.[8]
Howard, Hugh. Mr. and Mrs. Madison's War: America's First Couple and the Second War of Independence, (Bloomsbury Press, 2012) ISBN9781608190713 and Author Webcast Interview