დანილო I პეტროვიჩი (დ. 6 ივნისი, 1826 — გ. 13 აგვისტო, 1860) — ჩერნოგორიის სამთავროს პირველი თავადი 1852-1860 წლებში.
დაიბადა სტანკო პეტროვიჩის ოჯახში 1826 წელს. ბიძის გარდაცვალების შემდეგ გახდა ჩერნოგორიის ეპისკოპოსი. 1852 წელს კი გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. დანილომ მიიღო თავადის ტიტული. გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. მოკლეს კოტორში 1860 წელს მისი რეფორმებით უკმაყოფილი ბიელოპავლიჩების გვარის წარმომადგენლებმა. მისი მემკვიდრე გახდა ძმისშვილი ნიკოლა I.
რესურსები ინტერნეტში