გუდლაკ ებელე ჯონათანი (ინგლ. Goodluck Ebele Jonathan, დ. 1957[1]) — ნიგერიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ნიგერიის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში. აღმსარებლობით — ქრისტიანი. 2005 წლის 9 დეკემბრიდან 2007 წლის 28 მაისამდე იგი ბაიელსის შტატის გუბერნატორია. 2007 წლის 29 მაისიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. გუდლაკ ჯონათანი ნიგერიის სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრია. 2010 წლის 13 იანვარს ფედერალურმა სასამართლომ მას გადასცა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რადგან მოქმედ პრეზიდენტს უმარუ მუსა იარ-ადუას საუდის არაბეთში ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გამო აღარ შეეძლო მოვალეობის შესრულება. 9 თებერვალს ეს გადაწყვეტილება სენატმაც დაამტკიცა.
2010 წლის 6 მაისს უმარუ მუსა იარ-ადუას გარდაცვალების გამო ოფიციალურად დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა თავისი კანდიდატურა და გაიმარჯვა პირველივე ტურში.[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო