გიორგი ჩოგოვაძე (ენერგეტიკოსი)

გიორგი ირაკლის ძე ჩოგოვაძე (დ. 28 დეკემბერი,1906 [ძვ. სტ. 9 იანვარი, 1907], შორაპანი, შორაპნის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1996) — ქართველი საბჭოთა ენერგეტიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975), სსრკ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1981), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინერი (1958).

ბიოგრაფია

გიორგი ჩოგოვაძე დაიბადა 1907 წელს დაბა შორაპანში, რკინიგზელის ოჯახში. 1924 წელს ქუთაისის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის ვ. ლენინის სახელობის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე. 1928 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლების ბოლო კურსზე, გაიგზავნა რიონჰესის მშენებლობაზე დამპროექტებელ ტექნიკოსად. გიორგი ჩოგოვაძე მუშაობასთან ათავსებდა სწავლას და 1930 წელს დაამთავრა ინსტიტუტიც.

1930-1956 წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართელოს სსრ-ის მრავალი ჰესის მშენებლობაზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ინიშნება სამონტაჟო სამუშაოთა უფროსის მოადგილედ რიონჰესის მშენებლობაზე. 1934 წელს რიონჰესის მშენებლობის დამთავრების შემდეგ გ. ჩოგოვაძე გადაჰყავთ ხრამჰესის მშენებლობაზე დამხმარე ჰიდროსადგურის „ტაშბაშჰესის“ მშენებლობის უფროსად. 1936-1940 წლებში მუშაობდა ხრამჰესმშენის მშენებლობაზე ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ ძალოვანი კვანძის მექანიკოსად დაუფროსად.

1946 წლის 9 თებერვალს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად ახალშენის №50 საარჩევნო ოლქიდან, რომელზეც ხმების უმრავლესობით გახდა აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი[1].

1956-1957 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1957-1963 წლებში — საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარე; 1963-1970 წლებში საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე. 1970 წლიდან ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართელოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია.

იყო სკკპ XX-XXIII ყრილობების დელეგატი, სსრკ-ის V-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის დეპუტატი და აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის დეპუტატი.

ბიბლიოგრაფია

  • ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართელში, თბილისი, 1968;
  • ჰიდროენერგეტიკა საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ, თბილისი 1975;
  • Гидроэлоктростанции Грузии,Москва, 1971;
  • Ингурская гидроелектростанция, Москва, 1987.

ჯილდოები და მედლები

  • ლენინის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №17 (2702), 24 იანვარი, 1947

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!