* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 დეკემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2024
პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 23 ივლისს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე გაიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. გიორგი თამაშში შეხვედრის 74-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად ჩაერთო.[2]„საბურთალოს“ რიგებში გიორგიმ მომდევნო და ბოლო შეხვედრა თავისი სადებიუტო შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ 29 ივლისს ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ეს შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილმა შეხვედრის 62-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძე შეცვალა.[3]
„პერალადა“
2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის (ესპ.Primera División RFEF) მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო გამოსვლა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 26 აგვისტოს პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბადელი“ და „პერალადა“ დაუპირისპირდნენ, საბადელის „ნოვა კრეუ ალტაზე“ (ესპ.Nova Creu Alta) გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. გიორგიმ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[4]
თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა „ესტადიო ლუჩანზე“ გაიმართა და სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, იმავე ანგარიშით 2–2 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილი შეხვედრის მე-60 წუთზე იაგო ლოპესმა შეცვალა.[5]
2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე „ლევანტემ“ გასვლაზე „მურსიას“ 5–0 მოუგო. ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად შევიდა, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.[9]
2023 წლის 25 აგვისტოს ლა ლიგა 2-ის მესამე ტურის გასვლითი შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის 25-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ გამარჯვება მოუპოვა — 1–0.[10][11]
2023 წლის 4 ნოემბერს ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ანგარიში გაათანაბრა — საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.[12][13]
2024 წლის 10 მარტს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში „ლევანტემ“ხიხონის „სპორტინგს“ „ესტადიო სიუდად დე ვალენსიაზე“ (ესპ.Estadio Ciudad de Valencia) უმასპინძლა და ალექს მუნიოსის გოლის წყალობით 1–0 მოიგო. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი 72-ე წუთზე სერხიო ლოსანოს ნაცვლად შევიდა მოედანზე, თუმცა 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.[16]
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომსაბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.[17]
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაში, 2024 წლის 7 სექტემბერს გაიტანა. მატჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად შეფასდა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[18]
მეორე სანაკრებო გოლი კი მომდევნო, ამჯერად გასვლით შეხვედრაში, კვლავ უეფა-ს ერთა ლიგაზე, 2024 წლის 10 სექტემბერს გაიტანა, როდესაც ალბანეთის ეროვნული ნაკრების კარი შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით აიღო. ეს იყო ერთადერთი და საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვების მომტანი გოლი ამ შეხვედრაში.[19][20][21]