შენობა წარმოადგენს ერთსართულიან ოდას. გადახურულია კრამიტით. ხის ღია აივანი შემკულია ნახარატევი მოაჯირით, ჩუქურთმიანი სვეტისთავებით და კამარებით. ოდა ნაგებია წაბლის ხის მასალით, შუაში ამოსენებულია აგურის ბუხარი. მუზეუმის ეზოში დგას 1913 წელს დარგული ცაცხვის ხე. მუზეუმში პერიოდულად იმართება ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები, მათ შორის კალანდა.
ლიტერატურა
ჭანიშვილი რ., ალავიძე ო., გიორგი სალუქვაძე 100, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014.