გიორგი რეხვიაშვილი (დ. 22 თებერვალი, 1988, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.
კარიერა
რეხვიაშვილმა კარიერა თავის მშობლიურ ქალაქის კლუბში, რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ის გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა და 65 თამაშის ჩატარება მოახერხა, კლუბში კარგი თამაშის გამო, მისით საქართველოს უძლიერესი კლუბი, თბილისის „დინამო“ დაინტერესდა, გიორგი თბილისურ კლუბს შეუერთდა. 1 წლის შემდეგ იჯარის წესით გადავიდა საჩხერის „ჩიხურაში“, სეზონის დასრულების შემდეგ „დინამომ“ ქართველი ფეხბურთელი ისევ დაიბრუნა, 10 მატჩის ჩატარების შემდეგ კი, რეხვიაშვილმა საჩხერერეში დაბრუნება გადაწყვიტა, „ჩიხურაში“ შესანიშნავად ითამაშა, ევროპის ლიგაზე დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში. მისით თურქული „ბურსასფორი“ და მაჰაჩყალის „ანჟი“ დაინტერესდა, საბოლოოდ გიორგიმ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „ბოლუსფორთან“ 2 წლიან კონტრატს მოაწერა ხელი. სეზონის დაწყებიდან პირველ 5 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო მეექვსეში, „ალთორნოდუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვარედინი მყესები გაიწყვიტა და 43-ე წუთზე შეცვალეს.[2]
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო