განახლება (ყოფილი მარჩხაფონი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: გაგიდა, დიხაგუძბა, ოკვინორე). ზღვის დონიდან 10 მ, შავი ზღვიდან 7 კმ, გალიდან 21 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა