გაგიდა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე გაგიდის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. ქალაქ გალიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. სოფელი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წლის შედგენილ რუკაზე. ამ დროს იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო