ბრაიან კოქსი

ბრაიან კოქსი

ბრაიან ედუარდ კოქსი (დ. 1968, 3 მარტი) — დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენოსანი, დიდი ბრიტანეთის ნაწილაკური ფიზიკის პროფესორი, სამეფო საზოგადოების უნივერსიტეტის მკვლევარი, PPARC-ს წარჩინებული თანამშრომელი და პროფესორი მანჩესტერის უნივერსიტეტში. იგი არის მაღალი ენერგიების ფიზიკის ჯგუფის წევრი მანჩესტერის უნივერსიტეტში და მუშაობს ATLAS ექსპერიმენტზე დიდ ადრონულ კოლაიდერზე (Large Hadron Collider (LHC)), CERN-ში, ჟენევის ახლოს, შვეიცარიაში. კოქსი ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, როგორც წამყვანი მთელი რიგი სამეცნიერო პროგრამებისა BBC-ზე, სადაც ხელს უწყობს ისეთი საგნების პოპულარიზაციას, როგორებიცაა ასტრონომია და ფიზიკა. იგი უკვე აღიარებულია მემკვიდრედ BBC-ის სამეცნიერო პროგრამების ისეთი გიგანტი წამყვანებისა, როგორებიც არიან — სერ დევიდ ატენბორო და აწ უკე გარდაცვლილი სერ პატრიკ მური. მან ასევე გარკვეული პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როგორც პიანისტმა პოპ ჯგუფში D: Ream.

პროფესორი ბრაიანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, რადგან იგი არის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც უკვე მოასწრო საზოგადოების ფართო მასებისთვის ისეთი საინტერესო სამეცნიერო წიგნებისა და დოკუმენტური სერიების გამოცემა, როგორებიცაა „სამყაროს საოცრებანი“, „მზის სისტემის საოცრებანი“, „სიცოცხლის საოცრებანი“ და სხვა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეიძლება მეცნიერების სწავლა საკმაოდ გვიან დაიწყო და მაინც, სრულიად ახალგაზრდა, მასსავით პროფესორი გახდე. მისი განცხადებით, კარლ სეიგანის წიგნი „კოსმოსი“ (რომელიც მან 12 წლის ასაკში წაიკითხა) გახდა გადამწყვეტი მისთვის სამეცნიერო კარიერის არჩევაში.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!