ბარიტუს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Baritú) — ეროვნული პარკი არგენტინაში. მდებარეობს სანტა-ვიქტორიას დეპარტამენტში, სალტის პროვინციის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ-დასავლეთ არგენტინაში. პარკი ესაზღვრება ბოლივიას (ტარიხის პროვინცია) და სწორედ ამ ქვეყნიდან უფრო ადვილი მისადგომია. მისი ფართობი შეადგენს 720 კმ² და ეს მხოლოდ ტროპიკული პარკია არგენტინაში.
ეროვნული პარკი შეიქმნა 1974 წელს. ის შემოსაზღვრულია მთებით. კლიმატი ცხელი და ტენიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს 900-1300 მმ.
პარკის ფაუნა შედგება გადაშენების პირას მყოფი ისეთი სახეობებისაგან, როგორიცაა ლეოპარდი და ონზა.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში