|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაბილონი.
|
ბაბილონი (ინგლ. Babel) — ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს 2006 წლის დრამატული ფილმი. ესაა ინიარიტუს „სიკვდილის ტრილოგიის“ ბოლო, მესამე ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის და სთვის.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი შედგება სამი პარალელური სიუჟეტური ხაზისგან. მათი მოქმედება ხდება მაროკოში, მექსიკასა და იაპონიაში. მაროკოში მყოფ მოგზაურ ცოლ-ქმარს, რიჩარდს და სიუზენს, უბედურება დაატყდებათ თავს. სიუზენს მოხდება ბრმა ტყვია, რომელიც მაროკოელმა ბიჭებმა ტურისტული ავტობუსის მიმართულებით გაისროლეს. რიჩარდისა და სიუზანის შვილები კი ამ დროს მექსიკაში მიჰყავს ძიძას, რომელიც საკუთრი შვილის ქორწილში მიდის. ტოკიოში მცხოვრები ყრუ-მუნჯი ჩიეკო დედის თვითმკვლელობას მძიმედ განიცდის და ყველას მიმართ აგრესული ხდება.
როლებში
ჯილდოები
ფილმმა მიიღო ყველაზე მეტი ნომინაცია ოქროს გლობუსის 64-ე დაჯილდოებაზე, მაგრამ მოიგო მხოლოდ ერთი — ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის. ფილმმა აგრეთვე მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი (ინიარიტუ) და ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (სანტაოლალა).
რესურსები ინტერნეტში