აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესია (უნიატური ეკლესიები) — ეწოდება თავიანთი ლიტურგიული და საეკლესიო ცხოვრების წესით აღმოსავლურ ეკლესიებს, რომლებიც რომის კათოლიკურ ანუ დასავლური ტრადიციის ეკლესიასთან ერთიანობაში არიან. ისინი აღიარებენ პაპის უპირატესობას პატრიარქთა და ეპისკოპოსთა შორის და კათოლიკური ეკლესიის ყველა სხვა დოგმატს, თუმცა ისინი სრულად ინარჩუნებენ საკუთარ ტრადიციას და ავტონომიური საეკლესიო ცხოვრება აქვთ. აღმოსავლური წესის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავრები მთელი კათოლიკური ეკლესიის მართვაში იღებენ სრულუფლებიან მონაწილეობას, შეუძლიათ გახდნენ კარდინლები და პაპები. არსებობს შემდეგი აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები (ჩამონათვალი არასრულია):