ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ანუკ ემე}}
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში, BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში
ანუკ ემე (დ. 27 აპრილი, 1932) — ფრანგი კინომსახიობი. კინოკარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და 1947 წლიდან მოყოლებული 70-ზე მეტ ფილმში ითამაშა. სკოლაში სწავლის პარალელურად ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა.
კარიერა
ფრანსუაზა სწავლობდა ბალეტს და დეკლამაციას. ბავშვობიდანვე დაყავდათ კინოგადაღებებზე. 25 წლის ასაკში იგი გახდა ლიტერატურული კაბარეს "წითელი ვარდის" მშვენება, ერთი სეზონით გაემგზავრა ათენში, სადაც სცენაზე თამაშობდა. სწორედ იქიდან ჩამოიტანა ბერძნული სახელისა და ფრანგული მიმღეობისგან შემდგარი ფსევდონიმი ანუკ ემე — ანუკ საყვარელი.[1][2]
ანუკ ემეს კარიერა 1949 წლიდან იწყება როდესაც მან შესანიშნავად გაართვა თავი რთულ როლს ანდრე კაიატის ფილმში "ვერონელი მიჯნურები". ფილმში ამბავი მოთხრობილია შეყვარებულთა სევდიანი ისტორიის შესახებ. ფილმი შექსპირის ტრაგედიის მიხედვითაა შექმნილი. ანუკ ემე ერთსა და იმავე დროს ასრულებდა ჯულიეტასა და დევნილი ქალიშვილის როლს. ახალგაზრდა მსახიობის მიმართ კრიტიკა კეთილად განეწყო, ხოლო მაყურებელმა იგი შეამჩნია. თითქმის ათი წლის განმავლობაში იგი ძველი პროვინციული მსახიობივით არსებობდა. მას იღებდნენ რომში, მადრიდში, ლონდონში, ბერლინში. ნაცნობია იმ პერიოდში ერთ-ერთი ფილმი. ესაა ფრანსუაზა ა.კრონინის დრამის "იუპიტერი იცინის" მიხედვით გადაღებული დასავლეღგერმანული ფილმი "მე შენ გეძებ"
ანუკის სილამაზე მის პროფესინალიზმს დიდ გასაქანს აძლევდა. ნათელი თვალები, მქრქალ, ანტიკურად ნაძერწ სახეზე, არა მარტო ფიზიკურ სრულყოფილებად აღიქმება არამედ სულიერ სულქმნილად.[3]
1951 წელს ალექსანდრ ასტრუკმა ანუკ ემე მიიწვია ფილმ "ცეცხლისფერ ფარდაში" მონაწილეობის მისაღებად. რეჟისორი გატაცებული იყო ფორმის სფეროში ექსპერიმენტებით. მის რთულ ხატოვნებას და დახლართულ ეკრანულ თხრობას აგვირგვინებდა ანუკ ემეს მიერ განსახიერებული გმირი.[4]
დიდი მოდილიანის არაოფიციალური მეუღლის ჟანა ებიუტერნის როლზე მსახიობებს ეძებდნენ. ამ დროისათვის ჟერარ ფილიპმა, რომელთან ერთადაც ანუკ ემე მონაწილეობას იღებდა ფილმში "ქაფზე", რეჟისორს ჟაკ ბეკერს ყურადღება გაამახვილებია თავის პარტნიორ ქალზე. მათ ერთად გადაწყვიტეს, რომ ანუკ ემეს მიდრეკიდება იდეალური ხასიათის განხორციელებისადმი სწორედ ზედგამოჭრილი იყო "მონპარნასი, 19" - ისთვის. ამასთან მსახიობის ოდნავ აწოწილი სილუეტი მოდილიანის ტილოებზე ასახული ქალის ტიპს ესადაგებოდა.[5]
ანუკ ემეს ჰქონდა ბედნიერება ემუშავა ფედერიკო ფელინისთან. 1959 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში "ტკბილ ცხოვრება", 1962 წელს კი — " 81⁄2 " . "ტკბილ ცხოვრებაში" არისტოკრატიული გვარის შთამომავალს თამაშობს. ანუკ ემემ მისი ყველაზე რთული როლი " 81⁄2 "-ში შეასრულა.
თავისი ყველაზე რთული როლები მსახიობმა ფელინისა და დენის ფილმებში ითამაშა. სამართლიანია ითქვას, რომ ემე საყოველთაოდ ცნობილი "ქალისა და მამაკაცის" შემდებ გახდა. ლელუშის ფილმში ის პირველად გახდა საკუთარი პერსონაჟის ავტორი. "ეს იყო ნამდვილი გართობა, თითქმის ოჯახური გართობა,— იგონებდა ანუკ ემე. იმის მაგივრად, რომ მსახიობებისთვის ტექსტის დაზეპირება დაევალებინა, ლელუში გვეუბნებოდა: " ამ აზრს შენ გამოსთქვამ მაშინ როდესაც განსაკუთრებით საჭიროდ მიიჩნევ, დარჩენილ დროს, რაც გსურს ის გააკეთეთ".[6][7]