ანდრუს ანსიპი

ანდრუს ანსიპი
ანდრუს ანსიპი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აპრილი, 2005 – 26 მარტი, 2014
პრეზიდენტი  არნოლდ რუიტელი,
ტოომას ჰენდრიკ ილვესი
წინამორბედიიუჰან პარტსი
მემკვიდრეტაავი რიივასი

დაბადებული1 ოქტომბერი, 1956 (1956-10-01) (68 წლის)
ტარტუ, ესტონეთის სსრ
პოლიტიკური პარტიარეფორმის პარტია
მეუღლეანუ ანსიპი
შვილები3
პროფესიაქიმიკოსი

ანდრუს ანსიპი (ესტ. Andrus Ansip; დ. 1 ოქტომბერი, 1956, ტარტუ, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2005-2014 წლებში.

დაიბადა ტარტუში, 1979 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1978 წელს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. 1985 წელს მუშაობა დაიწყო ესტონეთის სსრ-ის კომპარტიის ტარტუს რაიონის მრეწველობისა და ტრანსპორტის ინსტრუქტორად. 1998 წელს აირჩიეს ტარტუს მერად და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 2004 წლამდე. 2004 წელს გახდა რეფორმის პარტიის თავმჯდომარე. 2005 წელს პრეზიდენტმა არნოლდ რუიტელმა დაავალა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა ცენტრისტულ და სახალხო კავშირთან ერთად.

ოჯახი

მეუღლე ანუ ანსიპი პროფესიით გინეკოლოგია. ჰყავთ სამი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!