ალბერტ გასპარის ძე ტოპოლიანი (დ. 2 აპრილი, 1935, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 სექტემბერი, 2024) — საბჭოთა და სეპარატისტული აფხაზეთის სახელმწიფო მოხელე.
ბიოგრაფია
ალბერტ ტოპოლიანი დაიბადა 1935 წელს ქალაქ სოხუმში. 1953 წელს დაამთავრა სოხუმის ა. პუშკინის სახელობის №2 საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — ერევნის მ. გერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1959-1964 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში სამხედრო ექიმად. 1964-1967 წლებში მუშაობდა ექიმად სოხუმის სასწრაფო დახმარების სადგურში, ხოლო 1976-1992 წლებში ვ. შერვაშიძის სახელობის მე-2 საქალაქო საავადმყოფოს ექიმ-კარდეოლოგად.
1989-2001 წლებში აფხაზეთში სომხური კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება „კრუნკის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს XII მოწვევის დეპუტატად. 1992 წელს იყო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1992-1996 წლებში იყო სეპარატისტული დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადილე. მსახურობდა სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებულ ძალთა რიგებში. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩამოაყალიბა ორი სომხური ბატალიონი. 1994-1996 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის სახალხო კრების ვიცე-სპიკერი, 1996-1999 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, 2001-2002 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის, სპორტისა და კურორტების მინისტრი
2001 წელს დააარსა საქაველმოქმედო ფონდი „ა. გ. ტოპოლიანი“.
ლიტერატურა
- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №5 (13584), 9 იანვარი, 1992
რესურსები ინტერნეტში