აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა
აზერ. Azərbaycan Milli Kitabxanasıქვეყანა |
აზერბაიჯანი |
---|
ტიპი |
ეროვნული |
---|
დაარსდა |
1922 |
---|
მდებარეობა |
ბაქო |
---|
ფილიალები |
26 |
---|
კოლექცია |
---|
შეგროვებული ნივთი |
წიგნები, პერიოდული გამოცემები, ნოტები, აუდიო ჩანაწერები, კარტოგრაფიული გამოცემები, ელექტრონული გამოცემები, სამეცნიერო ნაშრომები, დოკუმენტები და სხვა |
---|
მოცულობა |
4 513 244 |
---|
მიღება და სარგებლობა |
---|
მიღების მოთხოვნები |
რეგისტრაცია |
---|
სხვა ინფორმაცია |
---|
დირექტორი |
ქერიმ ტაჰიროვი |
---|
პერსონალი |
210 |
---|
საიტი |
anl.az |
აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა (აზერ. Azərbaycan Milli Kitabxanası) — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა ამიერკავკასიაში.
ისტორია
ბიბლიოთეკა დაარსდა 1922 წელს, ხოლო გაიხსნა 1923 წლის 23 მაისს. 1939 წელს ბიბლიოთეკას ეწოდა, უდიდესი აზერბაიჯანელი მოზაროვნის, დრამატურგისა და გამომცემლის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელი. ამჟამად ბიბლიოთეკა შედგება 25 განყოფილბისა და 26 სექტორისაგან. წიგნთსაცავში დაცულია 4 513 000 წიგნი. 2005 წელს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკას მიენიჭა „ეროვნული ბიბლიოთეკის“ სტატუსი.
ბიბლიოთეკაში შეგროვილია და დაცულია ეროვნული გამოცემები, აზერბაიჯანელი და საზღვარგარეთის ავტორების გამოცემები, საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით 1990, 1991, 2000 და 2001 წელს გამოვიდა ყოველწლიური გამოცემა „აზერბაიჯანის წიგნი“.
2003 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკა მართვის ავტომატიზირებულ სისტემაზე გადავიდა. 2005 წლიდან ბიბლიოთეკა ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების ასოციაციის წევრია.
ფონდები
2005 წლის 1 იანვრისათვის ბიბლიოთეკის ფონდში ინახებოდა 4 513 422 ეგზემპლარი, მსოფლიოს 40 ენაზე. აქედან:
- წიგნები — 2 391 162
- დოკუმენტები — 2 122 082
2005 წლიდან გადავიდა მუშაობის ელექტრონულ ფორმატში.
რესურსები ინტერნეტში