აბუ-დაბი — (არაბ. إمارة أبو ظبي) — ყველაზე დიდი საამირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
- დედაქალაქი — აბუ-დაბი, რომელიც, აგრეთვე, ქვეყნის დედაქალაქად ითვლება.
- ფართობი — 67 340 კმ², მოსახლეობა — 1 548 655 ადამიანი (2008 წელი).
გეოგრაფია
ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დუბაისა და შარჯას საამიროები, აღმოსავლეთით — ომანი, სამხრეთითა და სამხრეთ დასავლეთით — საუდის არაბეთი. ჩრდილოეთიდან აკრავს სპარსეთის ყურე, სადაც საამირო ბევრ კუნძულს ფლობს. ქალაქი ალ-აინი საამიროებში მეორეა მოსახლეობის რაოდენობით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დაფიქსირებულია 2008 წლის ივნისში — +51,4 °С.
ისტორია
XVIII საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიაზე გაბატონდა იასის ტომთა კავშირის ერთ-ერთი კლანი — ალ-ბუ ფალა, რომელმაც ახალნდელი ქალაქის ადგილზე სასმელად ვარგისი წყალი აღმოაჩინა და 1795 წლიდან აქ დაკვიდრდა. XIX საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიული კონფლიქტები ჰქონდა მასკატთან, ომანთან და საუდებთან. 1892 წელს საამირო გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი. 1968 წელს სახელშეკრულებო ომანის სხვა ტერიტორიებთან ერთად შექმნა ფედერაციული სახელმწიფო — არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნავთობის მოპოვებამ აბუ-დაბი დუბაისთან ერთად ფედერაციის უმდიდრეს წევრად აქცია.
ადმინისტრაციული დაყოფა
აბუ-დაბის საამირო იყოფა სამ მუნიციპალურ რეგიონად:
ეკონომიკა
აბუ-დაბიში წარმოებს ქვეყნის მშპ-ს 70 %.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ https://www.scad.ae/en/pages/statistics.aspx?topicid=24
- ↑ https://ae.moe.gov.sa/ar/studyaboard/living/Pages/communications.aspx