ჰოტელ-ვან-ეეტველდე — ქალაქური სახლი ბრიუსელში, რომელიც არქიტექტორმა ვიქტორ ორტამ 1895 წელს, კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს ადმინისტრატორის, ედმონდ ვან ეეტველდისათვის დააპროექტა. 2000 წლიდან, აღნიშნული ნაგებობა ჰოტელ-ტასელთან, ჰოტელ-სოლვაისა და ორტას საკუთარ საცხოვრებელთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.
ნაგებობის ხილვად ზედაპირზე გამოყენებულია ფოლადი და მინა. ინტერიერში ასევე გამოყენებულია დამატებითი განათების საშუალება: სინათლე აქ მაღლიდან, ცენტრში მდებარე მინის გუმბათიდან ჩამოდის.
სახლის დასადი განსაკუთრებით დახვეწილია, მოპირკეთებულია ქვიშაქვით.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში