ჰენრი ლეოპოლდ დე ფაინზ ჰეთეუეი (დ. 13 მარტი, 1898, საკრამენტო, კალიფორნია, აშშ, — გ. 11 თებერვალი, 1985, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ვესტერნული ფილმების რეჟისორი. შვიდ ფილმში ჰყავს გადაღებული გერი კუპერი.
ბიოგრაფია
ჰენრი ლეოპოლდ დე ფაინზ ჰეთეუეი დაიბადა საკრამენტოში, კალიფორნიაში, ამერიკელი მსახიობის და თეატრის მმართველის — როდი ჰეთეუეისა (1868-1944) და უნგრეთში დაბადებული, ბელგიელი არისტოკრატის — მარკიზა ლილი დე ფაინზის (1876-1938) ოჯახში, რომელიც სცენაზე გამოდიოდა ფსევდონიმით ჯინ ჰეთეუეი.
1925 წელს ჰენრი ჰეთეუეიმ მუშაობა დაიწყო ცნობილი რეჟისორების — ვიქტორ ფლემინგის, ჯოზეფ სონერბერგის, ფრედე ნიბლოს ასისტენტად მუნჯ ფილმებში. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა 1932 წელს ვესტერნით „უდაბნოს მემკვიდრეობა“, სადაც თავისი პირველი და მთავარი როლი შეასრულა რენდოლფ სკოტმა.
1940-1950 წლებში იღებდა დოკუმენტური ხასიათის ფილმებს. ამ დროს ყველაზე ცნობილი ფილმები იყო: „სახლი 92-ე ქუჩაზე“ (1945), „სიკვდილის კოცნა“ (1947), „ზარი ჩრდილოეთით 777“ (1948) და „ნიაგარა“ (1953) ამომავალი ვარსკვლავის მერინილ მონროს მოწალეობით.
1960-იან წლებში ჰეთეუეი დაუბრუნდა თავის საყვარელ ჟანრს და განაგრძო ვესტერნული ფილმების გადაღება.
ჰეთეუეი 1985 წელს ჰოლივუდში გულის შეტევით გარდაიცვალა და კალიფორნიის ქალაქ კალვერ-სიტიში წმინდა ჯვრის სასაფლაოზე გადაასვენეს.
რესურსები ინტერნეტში