ჰენრი სტუარტი (ინგლ. Henry Stuart; დ. 7 დეკემბერი, 1545 — გ. 10 თებერვალი, 1567) — შოტლანდიის მეფე-კონსორტი 1565–1567 წლებში. შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტის მეუღლე.
ჰენრი სტიუარტი იყო მეთიუ სტიუარტის და მარგარეტ დუგლასის მეორე და უფროსი გადარჩენილი შვილი. დედის მხრიდან ჰენრის პაპა და ბებია იყვნენ ანგუსის მეექვსე გრაფი არჩიბალდ დუგლასი და მარგარეტ ტიუდორი, რომელიც ჰენრი VII-ის ქალიშვილი და ჯეიმზ IV-ის ქვრივი იყო. ჰენრი მარიამ სტიუარტის პირველი ბიძაშვილი და მეორე ქმარი იყო. სწორედ მასთან შეეძინა ინგლისის დედოფლის, ელისაბედ I-ის მემკვიდრე ჯეიმზ I.
ლიტერატურა