ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ 1509–1543 წლებში ექვსი ცოლი შეირთო. ესენია: კატალინა არაგონელი (ქორწინება გაუქმდა), ენ ბოლეინი (ქორწინების გაუქმების შემდეგ თავი მოკვეთეს), ჯეინ სეიმური (გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ ინფექციით), ენ კლეველი (ქორწინება გაუქმდა), ქეთრინ ჰოვარდი (ქორწინების გაუქმების შემდეგ თავი მოკვეთეს) და ქეთრინ პარი. კატალინა არაგონელმა, ენ ბოლეინმა და ჯეინ სეიმურმა თითო შვილი გააჩინეს ჰენრისგან. აღსანიშნავია, რომ სამივე შემდგომში ინგლისის სამეფო ტახტზე ავიდა. ესენია: მერი I, ელისაბედ I, ედუარდ VI.
კატალინა არაგონელი
კატალინა არაგონელი იყო ესპანეთის მეფე ფერდინანდისა და დედოფალ იზაბელას ქალიშვილი. ის 1501 წელს ცოლად გაყვა ჰენრი VIIის ვაჟს არტურს.არტური მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. ჰენრი VIIის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ადის ჰენრი VIII. ჰენრის მისი რძალი, ძმის ცოლი მოყავს ცოლად. 1511 კატალინა აჩენს პრინც ჰერნის რომელიც ორ თვეში მოკვდება, ხუთი წლის შემდეგ კი უჩნდებათ გოგონა მერი, შემდგომ მერი I.მეფე და ესპანელი პრინცესა კატალინა ერთად მხოლოდ 1522 წლამდე ცხოვრობენ, ხოლო შემდეგ მაისში ერთმანეთს შორდებიან.
ენ ბოლეინი
ენ ბოლეინი (ინგლ. Anne Boleyn, ასევე იწერებოდა Bullen; დ. დაახ. 1507 — გ. 19 მაისი, 1536, ლონდონი) — ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი. ელისაბედ I-ის დედა.
ენ ბოლეინისა და ჰენრი VIII-ის ქორწინება ინგლისში დიდ აურზაურთანაა დაკავშირებული. რომის პაპი არ სცნობდა ენ და ჰენრის ქორწინებას კანონიერან, რის გამოც ჰენრი განუდგა რომს და ჩამოაყალიბა ახალი ინგლისური ეკლესია — ანგლიკანიზმი. ენ ბოლეინმა ჰენრის მომავალი დედოფალი ელისაბედი გაუჩინა. ჰენრის და ენს ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ, რადგან მეფეს ტახტის მემკვიდრედ ვაჟი უნდოდა. ენ ბოლეინმა კი ელისაბედის გარდა ბავშვი ვეღარ გააჩინა.
1536 წელს ჰენრის ენთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ენს ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. ენის ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ენსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.
ჯეინ სეიმური
ჯეინ სეიმური (ინგლ. Jane Seymour; დ. 1508 — გ. 24 ოქტომბერი1537) — ინგლისის დედოფალი 1536-1537 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის მესამე ცოლი. მან ჩაანაცვლა მისი მეორე მეუღლე ენ ბოლეინი, რომელსაც 1536 წლის მაისში თავი მოჰკვეთეს. იგი დედოფალი მხოლოდ ერთი წლის მანძილზე იყო, რის შემდეგაც თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა. მან ვაჟი გააჩინა, რომელიც შემდეგ ინგლისისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VI გახდა. იგი დაკრძალულია უინძორში.
ჯეინი იყო სირ თომას სეიმურისა და მისი ცოლის, მარჯერი უენტვორთის ასული. იგი მათი 10 შვილიდან მეშვიდეა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი 1508 წელს დაიბადა დასავლეთ ინგლისში. მისი დედის ბაბუა იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟი ლიონელ ანტვერპელი, კლარინსის პირველი ჰერცოგი. ამის გამო ის და მეფე ჰენრი VIII მეხუთე თაობის ბიძაშვილები გამოდიოდნენ. მისი დიდი ბებია ელისაბედ ჩეინი, რომელიც ხუთჯერ იყო გათხოვილი, გარდა ჯეინისა იყო ინგლისის დედოფლების ენ ბოლეინისა და კათრინ ჰოვარდის (ასევე ჰენრი VIII-ის ცოლები) ბებია.
ანა დაიბადა 1515 წლის 22 სექტემბერს, კლევის ჰერცოგის - ჯონ III-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარია ჯულიხ-ბერგის ოჯახში, ის მათი მეორე ქალიშვილი იყო. ანა როგორც გერმანელი, დაბადებიდან აღზარდეს ჭეშმარიტ ლუთერან ქალად. როდესაც ანას 12 წელი შეუსრულდა დანიშნეს ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I დე გიზზე (ფრანსუა ამ დროს 10 წლის იყო). თუმცა 1535 წელს ნიშნობა ჩაიშალა და ფრანსუამ ცოლად შეირთო ფერარის პრინცესა ანა დ'ესტე. ამის შემდეგ მისმა ოჯახმა მეორე საქმროს ძიება დაიწყო.
ქეთრინ ჰოვარდი
ქეთრინ ჰოვარდი იყო ჰენრი VIII-ს მეხუთე ცოლი, იგი დაიბადა დაახლოებით 1523 წელს და დაქორწინდა ჰენრი VIII-ზე 1540 წელს, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო, ხოლო ჰენრი 35-40 წლის იყო. ქეთრინი იყო ლორდ ედმუნდ ჰოვარდის ქალიშვილი, ნორფოლკის ჰერცოგის უმცროსი ვაჟი, ხოლო დედა იყო იოკასტა კულპეპერი. ქეთრინის ჰენრი VIII-თან ქორწინება ხანმოკლე იყო და სკანდალით დასრულდა. მას ბრალს სდებდნენ მრუშობასა და ღალატში, სასამართლო პროცესის შემდეგ კი დამნაშავედ ცნეს და თავი მოჰკვეთეს 1542 წლის 13 თებერვალს ლონდონის თაუერში. მისი სიკვდილით დასჯა შეასრულა კალეს დახელოვნებულმა ხმალმა, რომელიც მიიყვანეს ინგლისში სპეციალურად იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი სიკვდილი იყო სწრაფი და მოწყალე.
ქეთრინის ისტორია ტრაგიკულია და მისმა ახალგაზრდობამ და აშკარა უდანაშაულობამ ის ბევრისთვის თანაგრძნობის ფიგურად აქცია. მისი სიცოცხლე და სიკვდილი იყო მრავალი მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოების საგანი, მათ შორის წიგნები, პიესები და ფილმები.
ქეთრინ პარი
ქეთრინ პარი იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეექვსე და უკანასკნელი ცოლი. იგი დაიბადა დაახლოებით 1512 წელს და დაქორწინდა ჰენრი VIII-ზე 1543 წელს, როდესაც ის ოცდაათი წლის დასაწყისში იყო, ხოლო ის ორმოცდაათი წლის იყო. ქეთრინი ადრე ორჯერ იყო დაქორწინებული და მას ჰქონდა რეპუტაცია, როგორც ღვთისმოსავი და სწავლული ქალი.ქეთრინი მოქმედებდა როგორც ხელოვნების მფარველი და იყო ინგლისური რეფორმაციის ადვოკატი. მან ასევე ითამაშა როლი ჰენრის შვილების აღზრდაში, მათ შორის მომავალი დედოფალი ელისაბედ I. ქეთრინი ცნობილი იყო ჰენრისადმი თავისი ერთგულებით და მისი შვილების მზრუნველი დედინაცვალი იყო.1547 წელს ჰენრის გარდაცვალების შემდეგ, ქეთრინმა ცოლად შეირთო თავისი მეოთხე ქმარი, თომას სეიმური, რომელიც იყო ჰენრის მესამე ცოლის, ჯეინ სეიმურის ძმა. თუმცა, მათი ქორწინება ხანმოკლე იყო და ქეთრინი მშობიარობისას გარდაიცვალა 1548 წლის სექტემბერში. ქეთრინი ახსოვთ როგორც კეთილი და ინტელექტუალური ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი დედოფალ ელისაბედ I-ის განათლებაში. იგი ასევე ცნობილია თავისი ნაწერებით, მათ შორის წიგნით სახელწოდებით „ლოცვები ან მედიტაციები“, რომელიც იყო ინგლისელი დედოფლის მიერ საკუთარი სახელით გამოცემული პირველი წიგნი.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!