ჰამზა ალ-ისფაჰანი აბუ აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ჰასან (დ., დაახლოებით, 893 — გ., დაახლოებით, 961-სა და 971-ს შორის), ირანელი ისტორიკოსი და ფილოლოგ-ლექსიკოგრაფი. შუუბიას მიმდინარეობის მომხრე. მისი 12 თხზულებიდან (არაბულ ენაზე) ჩვენამდე მოაღწია სამმა, მ. შ. „მსოფლიო ისტორიამ“ (შეიცავს ფაქტობრივ მასალას ირანის ისტორიისათვის 961-მდე). ჰამზა ალ-ისფაჰანიმ გამოიყენა არაბული წყაროები, ჩვენამდე მოუღწეველი სპარსული ეპიკური თქმულებებისა და სასახლის ქრონიკების „ხვატაინამაკის“ ფალაური კრებული, წერილობითი და ზეპირი ცნობები ისლამამდელი ირანის შესახებ.
ლიტერატურა