განათლების მირბა კატარში დაიწყო, 1971 წლის ივლისში დაამთავრა დიდი ბრიტანეთისსანჰიორსტის სამეფო სამხედრო აკადემია, მსახურობდა პატარის არმიაში. 1977 წლის 31 მაისიდან — ქვეყნის ტახტის მემკვიდრე და თავდაცვის მინისტრი, მის მთავარ მიზანს არმიის მოდერნიაზაცია წარმოადგენდა. 1995 წლის 27 ივნისიდან უსისხლო გადატრიალებისდა და საკუთარი მამის თანამდებობიდან ჩამოგდების შემდეგ, მოდის ქვეყნის სათავეში. აქვს სუსტი ჯანმრთელობა, დაავადებულია დიაბეტით. 1997 წელს კატარი რეგიონის პირველ ქვეყნად გახადა, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მისცა.
ის ცნობილია პირველი არაბული საერთაშორისო სამაუწყებლო ტელევიზიის, ალ-ჯაზირას დაარსებისთვის გაწეული დახმარების გამო, რომელიც გამოიხატა მის გადაწყვეტილებაში პირველი ხუთი წლის განმავლობაში ალ-ჯაზირას არსებობის შესანარჩუნებლად, ის 500 მილიონი კატარული რიალით ($137 მილიონი) დაფინანსებინა.
2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში მას ბრალს სდებდნენ ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაში, როგორებიც არიან ჰამასი[3], ანსარ დინე[4], დასავლეთი აფრიკის გაერთიანებისა და ჯიჰადის მოძრაობა (MUJAO)[4] და ალ-ნუსრის ფრონტი.[5].
2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა სატელევიზიო გამოსვლისას ქვეყნის მმართველობა თავის შვილს ტამიმს გადააბარა[6]. ძალაუფლების შეცვლასთან დაკავშირებით, ჰამადმა განაცხადა: „დრო მოვიდა ჩვენი ერის მოგზაურობაში ახალი გვერდის გადაშლისა, რომელშიც პასუხისმგებლობას ახალი თაობა იკისრებს საკუთარ თავზე“[7].