ჯორჯ ფროსტ კენანი (ინგლ.George F. Kennan; დ. 16 თებერვალი, 1904 ― გ. 17 მარტი, 2005) ― ამერიკელი დიპლომატი და ისტორიკოსი. კენანი ფართოდ გახდა ცნობილი, როგორც საბჭოთა ექსპანსიონიზმის შეკავების დოქტრინის ავტორი ცივი ომის დროს. კენანი იყო ცნობილი ლექტორი და წიგნების ავტორი, რომელიც იკვლევდა და ბევრს საუბრობდა აშშ - სსრკ-ს ურთიერთობებზე. კენანი შედიოდა საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა ჯგუფში, რომლის ზედმეტსახელი იყო „ბრძენკაცები“.[1]
1940-იანებში მისი გავლენით ჩამოყალიბდა ტრუმენის დოქტრინა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სსრკ-ის „შეკავების“ კომპონენტი. 1946 წელს მოსკოვიდან მან გამოაგზავნა „გრძელი ტელეგრამა“. ამ ტელეგრამაში და ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ სტატიაში „საბჭოთა ქცევის წყაროები“ ის ამტკიცებდა, რომ საბჭოთა რეჟიმი თავისი ბუნეით ექსპანსიონისტურია და აუცილებელი იყო მისი „შეკავება“ აშშ-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში. კენანის მოსაზრებები და იდეები საფუძვლად დაედო ტრუმენის დოქტრინას. კენანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ცივი ომი დროინდელი პროგრამებისა და ინსტიტუტების შექმნაში, მათ შორის ― მარშალის გეგმაში. [1]
მას შემდეგ, რაც კენანის კონცეფციები აშშ-ის საგარეო მიდგომის ნაწილი გახდა, კენანმა მათი შესრულების კრიტიკა დაიწყო. 1948 წლის ბოლოს კენანი შეკავებასთან ერთად სსრკ-ისთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობდა. 1949 წელს სახელმწიფო მდივნად დინ აჩესონის დანიშვნის შემდეგ აშშ-ის ფოლისი საბჭოთა კავშირთან მიმართებაში შეიცვალა და მეტად მილიტარიზებული გახდა. [1]
1950 წელს კენანმა დატოვა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, თუმცა მოკლევადიანი დიპლომატიური მისიებით იმყოფებოდა მოსკოვსა და იუგოსლავიაში. 1956 წლიდან 2005 წლამდე, 101 წლის ასაკში საკუთარ სიკვდილამდე, კენანი მოღვაწეობას პერსპექტიულ კვლევათა ინსტიტუტში აგრძელებდა.[1]
Etzold, Thomas H.; Gaddis, John Lewis (1978), „NSC 10/2, "National Security Council Directive on Office of Special Projects," June 18, 1948“, Containment: Documents on American Policy and Strategy, 1945–1950, New York: Columbia University Press, pp. 125–128, ISBN0-231-04399-6.