ჯორჯ დე მორენშილდტი

ჯორჯ დე მორენშილდტი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1911
მოზირი, რუსეთის იმპერია (ახლანდ. ბელარუსი)
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 1977 (65 წლის)
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
შვილ(ებ)ი 3

ჯორჯ სერგიუს დე მორენშილდტი (ინგლ. George Sergius de Mohrenschildt, რუს. Георгий Сергеевич де Мореншильд; დ. 17 აპრილი, 1911 — გ. 29 მარტი, 1977) — ამერიკელი მენავთობე-გეოლოგი, ანტიკომუნისტი პოლიტიკური დევნილი, პროფესორი და დროდადრო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საველე აგენტი.[1] დე მორენშილდტი, რომელიც 1961 წლის ოქტომბერში დალასის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, ცნობილია იმით, რომ 1962 წლის ზაფხულში ლი ჰარვი ოსვალდს დაუმეგობრდა.

უორენის კომისიისთვის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე დე მორენშილდტის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იყო.[2][3]

მისი ჩვენებებისა და რამდენიმე წელში მისი გარდაცვალების შემდეგ, დე მორენშილდტი ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებში პოპულარული ფიგურა გახდა. მაგალითად, ისინი, ვინც მკვლელობაზე პასუხისმგებლად შეერთებული შტატების ხელისუფლებას თვლის, დე მორენშილდტს მიიჩნევენ ოსვალდის კურატორად CIA-დან. მეორეს მხრივ, იონ მიჰაი პაჩეპა, კომუნისტური რუმინეთიდან მაღალი დონის დევნილი და დროდადრო CIA-ის თანამშრომელი, ამტკიცებდა, რომ დე მორენშილდტი, მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ იყო რუსული თავადაზნაურობის შთამომავალი და ანტიკომუნისტი პოლიტიკური დევნილი წითელი ტერორის მიერ, სინამდვილეში იყო კგბ-ს პირველი მთავარი სამმართველოს არალეგალური საველე აგენტი, რომელიც დაკავებული იყო სამხედრო დაზვერვის ინფორმაციის შეგროვებით და მოქმედებდა როგორც ოსვალდის კურატორი საბჭოთა დაზვერვიდან. [4]

სქოლიო

  1. Subject: Comments on George de Mohrenschildt "Reputed Former CIA Agent". ციტირების თარიღი: 27 July 2022
  2. Bugliosi, Vincent. Reclaiming History: The Assassination of President John F. Kennedy, გვ. 648. 
  3. Szulc, Szulc (November 24, 1964). „Friend of Oswals (sic) Knew Mrs. Kennedy“. The New York Times. p. 1. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  4. Ившина, Ольга (Ivshina, Olga) (December 27, 2021). „Убийство Кеннеди: агент "Перекати-поле", советские тосты и странные звонки. Что нового в рассекреченных документах по делу“ [The Kennedy assassination: a Tumbleweed agent, Soviet toasts and strange calls. What's new in the declassified documents in the case]. BBC (რუსული). ციტირების თარიღი: June 14, 2023.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!