„ჯონი ინგლიში“ |
---|
პოსტერი |
ჟანრი |
კომედია |
---|
რეჟისორი |
პიტერ ჰიეუიტი |
---|
როლებში |
როუენ ატკინსონი, ნატალი იმბრულია |
---|
მუსიკა |
ედვარდ შერმური |
---|
დისტრიბუტორი |
Universal Pictures |
---|
გამოსვლის თარიღი |
- 11 აპრილი, 2003 (2003-04-11)
|
---|
ხანგრძლივობა |
88 წუთი [1]
|
---|
ქვეყანა |
აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი |
---|
ენა |
ინგლისური |
---|
ბიუჯეტი |
40 მილიონი აშშ დოლარი |
---|
შემოსავალი |
160 500 000 აშშ დოლარი |
ჯონი ინგლიში (ზოგიერთ ქვეყანაში მოხსენიებული იქნა როგორც „ჯეიმზ ბონდის პატარა ძმა“) — 2003 წლის ჯაშუშური კომედია რომლის რეჟისორია პიტერ ჰიეუიტი და სცენარისტები არიან ნილ პარვისი, რობერტ ვეიდი და უილიამ დეივისი. ეს არის ფრანგულ-ინგლისური პროექტი რომლის პროდიუსერებიც არიან StudioCanal და Working Title Films, ხოლო დისტრიბუტორია Universal Pictures.
ფილმში მთავარ როლშია როუეუნ ატკინსონი. ფილმში აგრეთვე თამაშობენ ნატალი იმბრულია, ბენ მილერი და ჯონ მალკოვიჩი, ფილმის არის ფილმების სერია „ჯონი ინგლიში“-ს პირველი ნაწილი. ფილმი არის ჯაშუშური ჟანრის პაროდია, ძირითადად უკავშირდება ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიებს, ასევე ატკინსონის მიერ შესრულებულ „მისტერ ბინის“ პერსონაჟს. პერსონაჟი ასევე უკავშირდება ატკინსონის ბუმბერაზ ჯაშუშუშს რომელსაც იგი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაერთიანებული სამეფოში, რეკლამებში თამაშობდა
2003 წლის 18 ივლისს ფილმი თეატრალურად გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებში. ფილმი კომერციულად არ ყოფილა განსაკუთრებით მომგებიანი, 40 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმი გაერთიანებულ სამეფოში 2003 წლის 11 აპრილს გამოვიდა სამი კვირის მანძილზე ლიდერობდა ქვეყნის სალაროებში, მანამდე სანამ „X2“ გაუსწრებდა.[2][3][4] ფილმის კომერციული წარმატების გამო მოგვიანებით გამოვიდა მისი ორი ნაწილი, „ჯონი ინგლიში: ხელახლა დაბადება“ და „ჯონი ინგლიში: ახალი შეტევა“, 2011 და 2018 წლებში.
შინაარსი
ჯონი ინგლიში არის კეთილი გულის მქონე, მაგრამ მოუქნელი MI7-ში დასაქმებული ადამიანი, მუშაობს თავისი სამუშაო მაგიდასთან და ოცნებობს რომ გახდეს ყველაზე დიდი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე აგენტი. მას შემდეგ რაც აგენტი „ერთი“ დაიღუპება წყალქვეშა ნავში მომხდა ინციდენტის გამო, რომელიც ინგლიშის გამო მოხდა. აგენტი „ერთის“ დაკრძალვაზე მოხდება აფეთქება რომლის დროსაც თითქმის ყველა აგენტი დაიღუპება და ერთადერთი ვინც აფეთქებას გადაურჩება ჯონი ინგლიშია.
ინგლიში გაგზავნილი იქნა ბრილიანტის გვირგვინის გახსნაზე, ტაუერში. გახსნაზე ის შეხვდება იდუმალ და უცნაურ ლორნა კემპბელს. გახსნის დროს მოულოდნელად შუქი ქრება და ბრილიანტს იპარავენ, ხოლო ინგლიში რომელმაც ვერ გაიაზრდა რა მოხდა მანამდე სანამ შუქი აინთება ბოთლს თავში ჩაარტყავს დაცვის უფროსის მოადგილეს. მას შემდეგ რაც შუქი მოვა, ინგლიში გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი დანაშაულის გამო, ის განაცხადებს რომ დამნაშავე ოთახშია, შევა იქ და წარმოსახვით ბრძოლას გამართავს, რომელშიც თვითონ გაიმარჯვებს. MI7-ს ხელმძღვანელთან შეხვედრისას ჯონი ინგლიში მცდარად, თავისი წარმოსახვით აღწერს დამნაშავეს.
ინგლიშმა და მისმა ასისტენტმა აღმოაჩინეს, რომ ბრილიანტი ამოღებული იქნა ვიტრინის ქვეშ გათხრილი ხვრელით. ისინი ჩავლენ ხვრელში საიდანაც შეამჩნევენ ორ გერმანელ ქურდს, დიტერ კლეინს და კლაუს ვენდეტას, რომლებთანაც შეიარაღებული დაპირისპირება მოუვათ. გერმანელები დამკრძალავი ბიუროს მანქანით გაიქცევიან. ინგლიშს კვალი აერევა და ნამდვილ დაკრძალვაზე მოხვდება სადაც კუბოს გახსნას შეეცდება. მას თავისი ასისტენტი მოაკითხავს და გაოცებულ ხალხს ისე მოაჩვენებს თავს თითქოს ინგლიში მისი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოქცეული პაციენტია.
ინგლიში დაინახავს კავშირს ქურდებსა და პასკალ სავაჟს შორის. სავაჟი არის ფრანგი მეწარმე რომელიც ცდილობს აღადგინოს ციხეები და გეგმავს მთლიანად დიდი ბრიტანეთი აქციოს ციხედ. ინგლიშს უფროსი, პეგასი ეუბნება რომ შეეშვას ამ თეორიას და არ აიღოს ეჭვი პასკალზე, იგი ამ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს. პეგასი ეუბნება ინგლიშს რომ სავაჟი მისი მეგობარია. ინგლიშს და ბუგს კვლავ ვენდეტა ესხმის თავს. ინგლიში სუშის რესტორანში „YO!“ შეხვდება კემპბელს. ინგლიში რესტორანთან შეამჩნევს იასამნისფერ მოტოციკლს, იგი ამოიცნობს კემპბელის მოტოკიცლს და შევა რესტორანში.
ინგლიში და ბუგი პარაშუტით დაეშვებიან პასკალ სავაჟის ცათამბჯენისაკენ, მაგრამ ინგლიშს შეეშლება და დაჯდება მსგავს შენობაზე, რომელიც ქალაქის საავადმყოფოა. მას შემდეგ რაც ინგლიში მოხვდება სავაჟის ცათამბჯენში ის და ბუგი გაიგებენ რომ სავაჟი გეგმავს თავი ინგლისის მეფედ გამოაცხადოს და ამზადებს კენტებერის არქიეპისკოპოსის სახის მოდელს რათა იგი მოარგოს დაქირავებულ ადამიანს, რომელიც არქიეპისკოპოსის ფორმაში გამოეწყობა.
სავაჟი მოამზადებს ყალბ არქიეპისკოპოსს და დედოფალ ელისაბედ II-ს მისი კორგების მოკვლის მუქარით ხელს მოაწერინებს დედოფლობის დათმობის და მეფობის მემკვიდრეობით სავაჟისთვის გადაცემის შესახებ. ინგლიში საქმიდან დაითხოვეს. ამ საქმეს კემპბელს ავალებენ. იგი მიდის ინგლიშთან და სთავაზობს ერთად შეიპარონ სავაჟის ფრანგულ შატოში რათა გაარკვიონ მისი გეგმები. სავაჟი ხვდება მსოფლიოში ცნობილ კრიმინალებს და ეუბნება მათ თავის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სურს ინგლისი მსოფლიოში ყველაზე დიდ ციხედ აქციოს. აგენტებს გამოიჭერენ ამის მიზეზი კი ინგლიშის შეცდომაა, იგი შემთხვევით მიკროფონს ჩართავს.
ბუგი მოახერხებს დაპატიმრებული ინგლიშისა და კემპბელის განთავისუფლებას და ისინი სავაჟის კორონაციაზე მიდიან. ინგლიში გადაწყვეტს გაარკვიოს ნამდვილია თუ არა არქიეპისკოპოსი და მას შარვალს და საცვალს ჩახდით, აღმოჩნდება რომ არქიეპისკოპოსი ნამდვილია. ამის შემდეგ ინგლიში მოითხოვს მის მიერ მოპოვებული დისკი გაუშვან. აღმოჩნდება რომ ინგლიშმა დისკი შეცდომით აიღო და მთელმა მსოფლიომ ნახა თუ როგორც ცეკვავდა იგი შიშველ მდგომარეობაში ABBA-ს „Does Your Mother Know“-ზე. ინგლიში მოახერხებს სავაჟისათვის გვირგვინის წართმევას, ამის შემდეგ კი სავაჟი მის მოკვლას შეეცდება. საბოლოოდ გვირგვინის თავზე დადგმის მომენტში ტახტზე ინგლიში აღმოჩნდება, შესაბამისად იგი შემთხვევით აკურთხეს მეფედ. ინგლიში გასცემს ბრძანებას სავაჟის დაკავების შესახებ და გვირგვინს ელისაბედ II-ს დაუბრუნებს. ამის შემდეგ დედოფალი ინგლიშს რაინდად აკურთხებს.
სავაჟს ბრალს სამშობლოს ღალატში დასდებენ. ინგლიში და კემპბელი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, რომანტიკულ არდადეგებზე გამეგზავრებიან. კემპბელი ცდილობს აკოცოს ინგლიშს რა დროსაც ინგლიში შემთხვევით ხელს დააჭერს მანქანის ღილაკს რის შემდეგაც კემპბელი მანქანის სკამთან ერთად ჰაერში ავარდება.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო