ჯონ უესლი პაუელი

ჯონ უესლი პაუელი
ინგლ. John Wesley Powell
დაბ. თარიღი 24 მარტი, 1834(1834-03-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მაუნტ-მორისი[7]
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1902(1902-09-23)[1] [2] [3] [4] [5] [7] (68 წლის)
გარდ. ადგილი ნორთ-ჰევენი[7]
დასაფლავებულია არლინგტონის ეროვნული სასაფლაო
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა მკვლევარი, ენათმეცნიერი, სამხედრო, გეოლოგი, ბოტანიკოსი, გეოგრაფი და მწერალი[8]
მუშაობის ადგილი აშშ-ის გეოლოგიური სამსახური, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი, ილინოისის უესლის უნივერსიტეტი და Illinois State University
ალმა-მატერი ობერლინის კოლეჯი, ილინოისის კოლეჯი და უიტონის კოლეჯი
მეუღლე Emma Dean Powell[9]
შვილ(ებ)ი Mary Dean Powell
ხელმოწერა

ჯონ უესლი პაუელი (ინგლ. John Wesley Powell; დ. 24 მარტი, 1834 — გ. 23 სექტემბერი, 1902) — ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, მოგზაური, გეოლოგი და ეთნოლოგი. ილინოისის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ორგანიზატორი და მისი დირექტორი 1881-1894 წლებში. სკოლაში და კოლეჯში სწავლისას მონაწილეობას იღებდა უისკონსინის ტერიტორიაზე და მდინარე მისისიპზე ჩატარებულ ექსპედიციებში. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა ფედერალური ჯარების მხარეზე, დაკარგა მარჯვენა წინამხარი. სამხედრო სამსახური მაიორის წოდებით დაამთავრა. 1869 წელს მოაწყო 3 თვიანი გეოგრაფიული ექსპედიცია გრან-რივერსა და კოლორადოს ქვემოთებში, პირველმა გაიარა და გამოიკვლია კოლორადოს დიდი კანიონი. დაადგინა მჭიდრო კავშირი ტერიტორიის გეოლოგიურ აგებულებასა და რელიეფის ფორმებს შორის.

1869 წლის 24 მაისს ექსპედიცია განახორციელა კლდოვან მთებში. სვლა დაიწყეს მდინარე გრინ-რივერიდან, ექსპედიციამ მიაღწია მდინარეების გრინ-რივერისა და კოლორადოს შეერთების ადგილს. შემდეგ მდინარე კოლორადოს გავლით გაიარეს დიდი კანიონი. მთლიანობაში ექსპედიციამ გაიარა დაახლოებით 1500 კმ. ორი წლის შემდეგ ექსპედიციამ კვლავ მოახერხა და დაძლია იგივე მარშრუტი, ამასთანავე განხორციელდა სამეცნიერო გამოკვლევები და მოხერხდა რეგიონის რუკაზე დატანიება. ექსპედიცია 18 თვე გაგრძელდა.

პაუელის ძირითადმა შრომებმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის გეომორფოლოგიური სკოლის თეორიული შეხედულებების ფორმირებაში. პაუელს მიაჩნდა, რომ მსხვილი სტრატიგრაფიული ქვედანაყოფები გამოყოფილი უნდა იქნას არა პალეონტოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ლითოლოგიური ნიშნების მიხედვით. შეისწავლიდა აგრეთვე ინდიელების ყოფაცხოვრებას. შემოგვთავაზა მათი ენების კლასიფიკაცია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Stegner W., Beyond the hundredth meridian, John Wesly Powell and the second opening of the West, Boston, 1954;
  • Davis W. M., Biographical memoir of John Wesley Powell (1834‒1902), Wash., 1915;
  • Hunt Ch. B., John Wesley Powell, his influence an geology, «Geotimes», 1969, v. 14. № 5.

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!