ჯონ ჰოვარდ კარპენტერი (ინგლ . John Howard Carpenter; დ. 16 იანვარი , 1948 , კარტჰეიჯი , ნიუ-იორკის შტატი , ამერიკის შეერთებული შტატები ) — ამერიკელი კინორეჟისორი , პროდუსერი , მსახიობი , სცენარისტი და კომპოზიტორი . მიუხედავად იმისა, რომ კარპენტერს ბევრი სხვადასხვა ჟანრის ფილმი გადაუღია, იგი მაინც თავის 1970-1980-იანებში გამოშვებულ ნამუშევრებთანაა ასოცირებული, რომელთა უმეტესობაც საშინელებათა ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშია.
კარპენტერის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „ბნელი ვარსკლავი“ (1974), „თავდასხმა მე-13 უბანზე“ (1976), „რაღაც“ (1982), „ქრისტინე“ (1983), „სიბნელის პრინცი“ (1987), „ისინი ცხოვრობენ“ (1988).
ადრეული ცხოვრება
ჯონ კარპენტერი 1948 წლის 16 იანვარს კერტჰეიჯში , ნიუ-იორკის შტატში , ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. იგი მილტონ ჯინ კარტერისა და მუსიკის პროფესორის, ჰოვარდ რალფ კარპენტერის შვილია. 1956 წელს კარპენტერი, მისი მშობლები და ძმა, ჯონი, ნიუ-იორკიდან კენტუკის შტატში გადავიდნენ. რეჟისორმა სწორედ იქ გაატარა თავისი ბავშვობა. კარპენტერი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მუსიკითა და კინოხელოვნებით ; განსაკუთრებით უყვარდა ჰოვარდ ჰოუკსისა და ჯონ ფორდის ფილმები. [ 1]
კარპენტერი დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ 1968 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა. აქ იგი 1968 წლიდან 1972 წლამდე კინემატოგრაფის შესახებ ესწრებოდა კურსებს. სწორედ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიცნო მან პროდუსერი და სცენარისტი დენ ო'ბანონი , რომელიც მალევე მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.[ 2]
კინო-კარიერა
1970 წელს მას კოლაბორაცია ჰქონდა პროდუსერ ჯონ ლონგენეკერთან . კარპენტერი თანასცენარისტი, რეჟისორი და კომპოზიტორი იყო ფილმისა, სახელწოდებით „ბრონკო ბილის მკვდრეთით აღდგომა“ (1970). ფილმმა „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.
1975 წელს კარპენტერმა თავისი პირველი დამოუკიდებელი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ბნელი ვარსკლავი“ გადაიღო. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ეს ნამუშევარი ოთხი ასტრონავტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც აქვთ მისია, გაანადგურონ არასტაბილური სამყაროები. [ 3]
კარპენტერი თავის შვილთან, კოდი კარპენტერთან (შუაში) და ბრუს რობთან (მარჯვნივ) ერთად. 2005 წელი.
1978 წელს გადაღებული „ჰელოუინი“ კარპენტერის ყველაზე წარმატებული ფილმია. ფილმისთვის მუსიკაც ასევე კარპენტერის მიერ არის შექმნილი და მას „Halloween Theme“ ეწოდება.[ 4]
1981 წელს კარპენტერმა გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ . მასში მთავარ როლებს დოლანდ პლესენსი , ადრიენ ბარბი , ტომ ატკინსი , ჩარლზ სიფერსი , ფრანკ დუბლდეი , კურტ რასელი , ჰარი დინ სტენტონი , ლი ვან კლიფი და ერნესტ ბორგნინი ასრულებენ. იგი კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული გამოდგა.
2010 წლის 13 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ფილმის, „პალატა“ პრემიერა შედგა. 2015 წლის 3 თებერვალს გამოვიდა კარპენტერის მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „Lost Themes“ .[ 5]
პირადი ცხოვრება
კარპენტერი თავის მომავალ ცოლს, ადრიენ ბარბის 1978 წელს, ფილმის გადაღებებზე შეხვდა, სახელწოდებით „ვიღაც მიყურებს!“. ისინი 1979 წლის 1 იანვარს დაქორწინდნენ და 1984 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ბარბი თამაშობდა კარპენტერის ფილმში, სახელწოდებით „ნისლი“ . ასევე ჰქონდა მცირე როლი ფილმში „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ . წყვილს 1984 წელს შვილი, ჯონ კოდი კარპენტერი შეეძინათ.[ 6]
1990 წელს კარპენტერი პროდუსერ სენდი კინგზე დაქორწინდა. კინგი კარპენტერის გვიანდელი ფილმების პროდუსერია, მათ შორის: „სიგიჟის ხახაში“ (1994), „დაწყევლილთა სოფელი“ (1995), „ვამპირები“ (1998) და „მარსის მოჩვენებები“ (2001).
ფილმოგრაფია
სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი
ქართულად
მშობლიური სახელწოდება
როლი
1974
ფ
„ბნელი ვარსკვლავი“
Dark Star
რეჟისორი, სცენარისტი
1976
ფ
„თავდასხმა მე-13 უბანზე“
Assault on Precinct 13
რეჟისორი, სცენარისტი
1978
ფ
„ჰელოუინი“
Halloween
რეჟისორი, სცენარისტი
1980
ფ
„ნისლი“
The Fog
რეჟისორი, სცენარისტი
1981
ფ
„გაქცევა ნიუ-იორკიდან“
Escape from New York
რეჟისორი, სცენარისტი
1982
ფ
„რაღაც“
The Thing
რეჟისორი, სცენარისტი
1983
ფ
„ქრისტინე“
Christine
რეჟისორი, სცენარისტი
1984
ფ
„ადამიანი ვარსკვლავიდან“
Starman
რეჟისორი, სცენარისტი
1986
ფ
„დიდი პრობლემები პატარა ჩინეთში“
Big Trouble in Little China
რეჟისორი, სცენარისტი
1987
ფ
„სიბნელის პრინცი“
Prince of Darkness
რეჟისორი, სცენარისტი
1988
ფ
„ისინი ცხოვრობენ“
They Live
რეჟისორი, სცენარისტი
1992
ფ
„უხილავი კაცის მემუარები“
Memoirs of an Invisible Man
რეჟისორი, სცენარისტი
1995
ფ
„დაწყევლილთა სოფელი“
Village of the Damned
რეჟისორი, სცენარისტი
1996
ფ
„გაქცევა ლოს-ანჯელესიდან“
Escape from L.A.
რეჟისორი, სცენარისტი
1998
ფ
„ვამპირები“
Vampires
რეჟისორი, სცენარისტი
2001
ფ
„მარსის მოჩვენებები“
Ghosts of Mars
რეჟისორი, სცენარისტი
2010
ფ
„პალატა“
The Ward
რეჟისორი, სცენარისტი
სქოლიო