ჯონ-ჰორტონ კონვეი (ინგლ. John Horton Conway; დ. 26 დეკემბერი, 1937, ლივერპული, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, — გ. 11 აპრილი, 2020, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ინგლისელი მათემატიკოსი. ხანგრძლივად მოღვაწეობდა კემბრიჯის, შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტებში. მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროები იყო სასრული ჯგუფების, კვანძების, რიცხვთა, კომბინატორული თამაშთა და კოდების თეორიები. სახალისო (რეკრეაციული) მათემატიკის დარგში კონვეის ეკუთვნის „სიცოცხლის თამაშის“ სახელწოდებით ცნობილი უჯრედული ავტომატის გამოგონება. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციით (COVID-19).[1]
სქოლიო
|
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
|