ჯინა მაკ-კარტი

ჯინა მაკ-კარტი
Gina McCarthy
ჯინა მაკ-კარტი Gina McCarthy
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ივლისი, 2013 – 20 იანვარი, 2017
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედილიზა ჯექსონი
მემკვიდრეკეტრინ მაკ-კეიბი

დაბადებული3 მაისი, 1954
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეკენეთ მაკ-კერი
შვილები3
განათლებამასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, ტაფტსის უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიციზმი

რეჯინა „ჯინა“ მაკ-კარტი (ინგლ. Regina "Gina" McCarthy; დ. 3 მაისი, 1954, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში (2013-2017 წწ.).

ბიოგრფაია

ჯინა მაკ-კარტი დაიბადა 1954 წლის 3 მაისს მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონში. უმაღლესი განათლება მიიღო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში, ბოსტონში, რომელიც 1976 წელს დაამთავრა ხელოვნებისა და სოციალური ანთროპოლოგიის ბაკალავრის სტატუსით. 1981 წელს ტაფტსის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო გარემოს დაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების სფეროში[1].

1999 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა მასაჩუსეტსის შტატის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის დამხმარედ. 2003-2004 წლებში მასაჩუსეტსის მთავრობის თანამეგობრობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეა. 2004-2009 წლებში შედიოდა კონექტიკუტის შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში.

2009 წელს გახდა აშშ-ის გარემოს დაცვისა სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე[2]. 2013 წლის 18 ივლისს აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით (59 ხმა 40-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ამ პერიოდისათვის მისი წინამორბედის ლიზა ჯექსონის გადადგომიდან გასული იყო 147 დღე, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე. სენატორებმა მას დაუსვეს 1 100 შეკითხვა, საიდანაც თითქმის ყველა (25 კითხვის გარდა) ეკუთვნოდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს. მას ასევე ერთმა დემოკრატმა სენატორმა მისცა საწინააღმდეგიო ხმა. ეს იყო მეშახტეთა შტატის, დასავლეთ ვირჯინიის წარმომადგენელი ჯონ მენჩინი[3].

2016 წლის მარტში ჯინა მაკ-კარტი მკვეთრი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების მიერ, რაც გამოწვეული იყო მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში სასმელ წყალში ტყვიის მაღალი შემცველობის გამოვლენის გამო.

2017 წელს, მაკ-კარტი შეუერთდა Pegasus Capital Advisors-ს, კერძო კაპიტალის ფირმას, სადაც ის მუშაობს ოპერაციული მრჩეველის თანამდებობაზე. 2019 წლის ნოემბერში ჯინა მაკ-კარტი დანიშნეს ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს პრეზიდენტად[4][5].

პირადი ცხოვრება

მაკ-კარტი დაიბადა ირლანდიური წარმოშობის კათოლიკეთა ოჯახში. 2015 წლის იანვარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვატიკანში, მისივე თქმით, რომის პაპს ფრანცისკეს გადასცა შეტყობინება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა იზიარებს პაპის შეხედულებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის შესახებ. ვიზიტის დროს პაპთან პირადი აუდიენცია არ შემდგარა, მაგრამ მაკ-კარტი მიიღო წმინდა ტახტის ოთხმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა[6].

ჯინა მაკ-კარტი გათხოვილია კენეთ მაკ-კერიზე, რომელიც მუშაობს ბოსტონში და დაკავებულია ყვავილების ბიზნესით. მეუღლეები შაბათ-კვირას ხვდებიან ან ბოსტონში, ან ვაშინგტონში. მათ ყავთ სამი შვილი: დანიელი, მეგი და ჯული[7].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Tennille Tracy, Keith Johnson and Ryan Tracy. (2013-02-14) Insider Emerges as Top Contender for EPA Job. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
  2. Biographical information for Gina McCarthy. Politics. Huffington Post (2013-03-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-11. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
  3. Bryan Walsh. (2013-07-22) The Administrator: New EPA Head Gina McCarthy Has the Toughest Job in D.C.. The Time. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
  4. Eilperin, Juliet. Obama’s former EPA chief takes the helm of environmental group that’s sued Trump nearly 100 times en. ციტირების თარიღი: 2019-11-05
  5. NRDC Announces Gina McCarthy as President & CEO en. ციტირების თარიღი: 2019-11-05
  6. Suzanne Goldenberg and Stephanie Kirchgaessner. (2015-01-30) Washington's memo to the Vatican: the pope and Obama are in sync on climate change. The Guardian. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
  7. Robin Bravender. (2009-11-13) If EPA's Air Chief Loves a Brawl, She's Come to the Right Place. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-05-30.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!