ვირჯინია ელიზაბეთ „ჯინა“ დეივისი (ინგლ. Geena Davis; ნამდვილი სახელი და გვარი ვირჯინია ელიზაბეტ დეივისი; დ. 21 იანვარი 1956, უორჰემი, მასაჩუსეტსი)[1] — ამერიკელი კინომსახიობი, პროდიუსერი, მწერალი; ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, წარსულში ფოტომოდელი.
ბიოგრაფია
ჯინა დეივისი დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უორჰემში 1956 წლის 21 იანვარს, დედამისის ლუსილისა და მამამისის უილიამ დეივისის ოჯახში. ჯინას ჰყავს ძმა — დენი.[2] ჯინა დეივისი ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული. თუმცა პატარა ასაკშივე მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, რის შემდეგაც სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1978 წელს დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი, საიდანაც ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
კარიერა დაიწყო 23 წლის ასაკში. ნიუ-იორკში კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტოსთან „Zoli“ და მოდელად დაიწყო მუშაობა. ჯინა დეივისი პირველად შეამჩნია რეჟისორმა სიდნი პოლაკმა, რომელმაც იგი მიიწვია ფილმში „ტუტსი“. თავდაპირველად ტელესერიალებში იღებდნენ, ხოლო 1986 წელს მიიღო როლი ფანტასტიკურ კინოფილმში „ბუზი“. შემდეგ იყო ასევე წარმატებული კომედიური ჟანრის ფილმი „ბითლჯუისი“. 1988 წელს ითამაშა ფილმში „შემთხვევითი ტურისტი“. სწორედ ამ ფილმმა მოუპოვა ჯინას ოსკარის პრემია. შემდეგი წლების კინონამუშევრებიდან აღსანიშნავია „თელმა და ლუიზა“, „ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ“, „სტიუარტ ლიტლი“ და სხვა.
2009 წელს ითამაშა კომედიურ დრამაში „უსიამოვნებები“, ხოლო 2013 წელს კომედიურ ფილმში „სამყაროში...“.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო