ჯეიმზ „ჯიმ“ ნიკოლას ტედისკო[1] (ინგლ.James "Jim" Nicholas Tedisco; დ. 15 ივლისი, 1950) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2017 წლიდან ნიუ-იორკის შტატის სენატის წევრი 49-ე ოლქიდან. რესპუბლიკელი.[2]
1983–2017 წლებში იყო შტატის ასამბლეის წევრი, უმცირესობის ლიდერი 2005 წლის ნოემბრიდან 2009 წლის აპრილამდე. 2009 წლის აპრილში იყო რესპუბლიკელთა კანდიდატი მე-20 ოლქის სპეციალურ არჩევნებში, დამარცხდა დემოკრატ სკოტ მერფისთან.