ჯეიმზ იოზეფ პარსონსი (ინგლ.James Joseph Parsons; 24 მარტი, 1973) — ამერიკელიმსახიობი და პროდიუსერი. ცნობილია შელდონ კუპერის შესრულებული როლით CBS-ის სიტკომში „დიდი აფეთქების თეორია“ (2007-2019).[2][3][4] ამ როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ნომინაცია, მათ შორისაა პრაიმტაიმის ემი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის სატელევიზიო მიუზიკლში ან კომედიაში.[5]2018 წელს Forbes-მა მისი წლიური ანაზღაურება 26,5 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა და დაასახელა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სატელევიზიო მსახიობად.[6]