ჯერვის-ბეი (ინგლ.Jervis Bay Territory) — ავსტრალიის კავშირის ტერიტორია და მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. იქვე იმყოფება სამხედრო-საზღვაო ბაზა და დედაქალაქის სავაჭრო პორტი. ჯერვის-ბეის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი პატარა დასახლებული პუნქტი, ეროვნული პარკი და ბოტანიკური ბაღი ბუდერი[1].
2011 წლის აღწერით ტერიტორიაზე ცხოვრობს 377 კაცი[2]. იგი 73 კმ² ფართობით არის ავსტრალიის ყველაზე პატარა ტერიტორია.