| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სკოლა |
---|
დაარსდა: |
1893; 132 წლის წინ (1893) |
---|
დირექტორი: |
თამარ ხადური |
---|
ტიპი: |
საჯარო |
---|
მასწავლებელი: |
710 |
---|
მისამართი: |
ქ. ხაშური, ფალიაშვილი ქ.№10[1] |
---|
ტელეფონი: |
Work0(368)246032 |
---|
ელ. ფოსტა: |
khashuri6@mes.gov.ge |
ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1893 წ. არსებობდა ორ კლასიანი დაწყებითი სასწავლებელი.
ისტორია
1918 წლიდან ორ კლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად. ამავე დროს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა I და II დაწყებითი სკოლები.
1921 წლიდან რკინიგზის მეორე პირველიდაწყებითი სკოლა გადაკეთდა რკინიგზის მეორე არასრულ შვიდ წლიან საშუალო სკოლად, შემდეგ რკინიგზის მეორე საფაბრიკო-საქარხნო სკოლად. 1938 წლიდან იგი იწოდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის №16 საშუალო სკოლად.
1945-1946 წლებში სკოლაში 513 მოსწავლე სწავლობდა, 1948 წლისთვის მათი რაოდენობა 728-მდე გაიზარდა, 1950 წლისთვის 822-ს მიაღწია. 1956 წლიდან ეწოდა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა. 1959 წლიდან სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| საჯარო სკოლები | |
---|
| კერძო სკოლები | |
---|
|