ჭიკაანის პირველი კოშკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიკაანის კოშკი.

ჭიკაანის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებობა სათავდაცვოა. გეგმით სწორკუთხა, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ოდნავ წაგრძელებული. ნაგებია ნატეხი ქვით კირის ხსნარზე დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე ჩაქცეულია სართულშუა ხის გადახურვა. პირველი სართული ამოვსებულია მიწით. კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთითაა — მეორე სართულის დონეზე კარი თაღოვანია. სართულის კედლებზე შემორჩენილია ნიშები და სათოფურები. მესამე სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ჩანს სარკმლების კვალი.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!