წითური კოლიბია (ლათ. Rhodocollybia butyracea) — როდოკოლიბიას გვარის სოკო Marasmiaceae-ის ოჯახისა.
საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ახალი და დამწნილებული. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ბიერ ბულიარმა 1792 წელს როგორც Agaricus butyraceus. მიმდინარე ბინიმინალური სახელწოდება მიანიჭა ჯოან უილიამ ლენოქსმა 1979 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus asemus (Fr.) Fr. (1818)
- Agaricus bibulosus Massee (1892)
- Agaricus butyraceus Bull. (1792)
- Agaricus leiopus Pers. (1797)
- Collybia asema (Fr.) Gillet (1876)
- Collybia bibulosum (Massee) Massee (1893)
- Collybia butyracea (Bull.) P. Kumm. (1871)
- Collybia butyracea f. asema (Fr.) Singer (1949)
- Collybia butyracea var. asema (Fr.) Cetto (1987)
აღწერა
ქუდის დიამეტრი — 2-12 სმ, ჰიგროფანული, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდგომში ფართოდ ამოზნექილი, ბრტყელი და ჩაჭყლეტილი ფორმის, ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს მცირე ზომის ბორცვაკი. გლუვია, ნესტიან ამინდში ზეთოვანი, ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი, შემდგომში ღია ყავისფერი ზედაპირით.
რბილობი — თეთრი ფერის, რბილი, წყალწყალა, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.
ჰიმენოფორი — ფირფიტოვანნი, ფირფიტები შეზრდილი ან თითქმის თავისუფალი, თეთრი ფერის, ასაკთან ერთად სუსტად ვარდისფერდება.
ფეხის სიგრძე — 2-10 სმ, სიგანე — 0,4-1 სმ, მეტ-ნაკლებად სწორი, უხეში ჯაგრით დაფარული, ხრტილოვანია.
სპორების ფხვნილი — კრემისფერი, მოყვითალო ან მოვარდისფრო, სპორები — 6-8×3-3,5 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი.
გავრცელება და ეკოლოგია
საპროტროფია.[2] ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[3] ასევე დაფიქსირებულია არგენტინასა და იაპონიაში.[4] იზრდება წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში.[5], უპირატესობას ანიჭებს მჟავე ნიადაგს.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულება
საჭმელი სოკოა. როგორც წესი გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ახალი და დამწნილებული.[6] აგრეთვე ხმარობენ სოკოსგან მომზადებულ შერეულ კერძებში. ახასიათებს ფქვილის გემო, ამიტომაც ნაკლებ დაფასებულია სოკოს მოყვარულთა შორის.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო