წითელი ვარსკვლავის ორდენი (რუს.Орден Красной Звезды) — სამხედრო ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის (ცაკი) პრეზიდიუმმა 1930 წლის 6 აპრილს. აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგითი მებრძოლებსა და მეთაურებს, აგრეთვე ჯარის ნაწილებს, გემებს, დაწესებულება-ორგანიზაციებს სსრკ თავდაცვის საქმეში დიდი დამსახურებისათვის; 1944-იდან — გენერლებს, ადმირალებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს ნამსახურობისათვის. ორდენის ნიშანი ვერცხლის ამობურცული ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც დაფარულია მოწითალო-ლალისფერი ემალით. ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს, სამამულო ომის II ხარისხის ორდენის შემდეგ.
საქართველოს სსრ
წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოებული კოლექტივებია: