ძველი ბერძნული ენა (Graecum)

გამოცდა ძველ ბერძნულ ენაში (examen Graecum) — ძველი ბერძნულის ცოდნის დამდგენი გამოცდის სახელწოდება ევროპის მრავალ ქვეყანაში, მსგავსად ლათინური ენისათვის არსებული ლატინუმის გამოცდისა, ანდა ასევე გამოცდისა ძველ ებრაულ ენაში, რომელსაც ჰებრაიკუმი ჰქვია. ექსამენ გრეკუმის ნაცვლად ამ სახელწოდებას უმეტესწილად მხოლოდ შემოკლებით - Graecum, იტყვიან, ან წარმოთქვამენ .

გამოცდაზე ძველ ბერძნულ ენაში უნდა დადგინდეს, იცის თუ არა გამოსაცდელმა პირმა ეს ენა დამაკმაყოფილებლად მაინც.

აუცილებლობა

ევროპის მრავალ ქვეყანაში 1900 წლამდე ბერძნული და ლათინური ენების ცოდნას ყოველი სტუდენტისაგან მოელოდნენ. დღესდღეობით კი გრეკუმს აბარებენ იმ შემთხვევებში, თუ ამა თუ იმ შესასწავლი საუნივერსიტეტო დარგისთვის ძველი ბერძნულის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს. მაგ. გრეკუმის ჩაბარების ცნობა მოეთხოვებათ სტუდენტებს, რომელნიც ევანგელური, ან კათოლიკური თეოლოგიის, ფილოსოფიის, ძველი ისტორიის, კლასიკური არქეოლოგიის, ან ლათინისტიკის ფაკულტეტებზე სწავლობენ.

გარდა ამისა, ცალკეულ დარგებში არის სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებები, სადაც ასევე აუცილებელია „ცნობა ექსამენ გრეკუმის ჩაბარების შესახებ“.

გრეკუმის ცნობა

გრეკუმი ადასტურებს ძველი ბერძნული ენის სულ მცირე ოთხწლიან კურსში წარმატებულ მონაწილეობას. ჩაბარების ცნობის მისაღებად საკმარისია დამაკმაყოფილებელი ნიშნის, 5 ქულის მიღება.

თუ ძველ ბერძნულს სკოლაში ოთხ სასწავლო წელზე ნაკლებ გადიოდით, მაშინ საჭიროა დამატებითი გამოდის ჩაბარება.

იმის გამო, რომ ძველი ბერძნული სკოლაში ნაკლებადაა წარმოდგენილი როგორც საგანი, ძალიან ხშირად უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს ამ ენის კურსების გავლას სწავლის დასაწყისში. გრეკუმის გამოცდის მოსამზადებლად არსებობს უნივერსიტეტის ძირითად საგნების თანმხლები კურსები, სადაც სწავლების კურსი მეტად ინტენსიური ორი, ან სამი სემესტრისაგან შედგება. თითოეული სემესტრის საშუალო ინტენსივობა ძველ ბერძნულში ხშირად საშუალოდ ოთხ აკადემიურ საათს შეადგენს დღეში და მოიცავს ფონეტიკას, მორფოლოგიას და სინტაქსს, სავარჯიშო მეცადინეობებს პრაქტიკული და თეორიული საკითხების ათვისების მიზნით.

გარდა ამისა, არსებობს კერძო ინსტიტუტები, რომლებიც მსგავს ენობრივ კურსებს სთავაზობენ დაინტერესებულთ, მათ შორის არდადეგების დროსაც.

გრეკუმის კლაუზური

კლაუზურში ხშირად მოითხოვენ პლატონის, ან ქსენოფონის საშუალო სირთულის ტექსტის რომელიმე პასუსის თარგმნას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ჩამბარებელი უკმაყოფილოა მიღებული ნიშნით, ან წერითი გამოცდის ჩასაბარებლად ძალიან ცოტა ქულა დააკლდა, დაინიშნება ზეპირი გამოცდა დამატებითი შანსის მისაცემად. გამოცდებს გრეკუმში უმაღლესი სასწავლებლების სახელმწიფო სამსახურები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მართავენ-ხოლმე.

ეს წარმოიქმნა დიდი ისტორიის ნაწილზე.

იხილეთ აგრეთვე

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!