ცენტრალური ოსტრობოტნია (ფინ. Keski-Pohjanmaa; შვედ: Mellersta Österbotten) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი, მდებარეობს ბოტნიის ყურის სანაპიროზე. ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონებს - ოსტრობოტნიას, ჩრდილოეთ ოსტრობოტნიას, ცენტრალურ ფინეთსა და სამხრეთ ოსტრობოტნიას. რეგიონი ფართობით ერთ-ერთი ყველაზე პატარაა ფინეთში (5 706.39 კმ²)და ამ მხრივ სხვა რეგიონებს შორის მე-19 ადგილი უჭირავს, მოსახლეობა 70 600 (2009 წ.) ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ მე-17 ადგილზეა. წარმოადგენს ისტორიული ოსტრობოტნიის პროვინციის ნაწილს.
რეგიონი შედგება 8 მუნიციპალიტეტისაგან. ადმინისტრაციული ცნეტრია ქალაქი კოკოლა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში