ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი

ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, ცაკი (რუს. Центральный исполнительный комитет, ЦИК) — სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო საბჭოთა რუსეთსა და სსრკ-ში 1917-1938 წლებში. ასრულებდა საკანონმდებლო, განმკარგულებელ, აღმასრულებელ და საკონტროლო ფუნქციებს, მოქმედებდა საბჭოების ყრილობათა შუა პერიოდში. მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკის ცაკებს ირჩევდნენ შესაბამისი შესაბამისი რესპუბლიკების საბჭოების ყრილობებზე. ცაკი აძლევდა საერთო მიმართულებას მთავრობისა და საბჭოთა ხელისუფლების ყველა ორგანოს საქმიანობას, მეთვალყურეობდა კონსტიტუციის დაცვას, ქმნიდა მთავრობას, გამოსცემდა დეკრეტებს და სხვა.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №45 (143), 24 თებერვალი, 1938

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!