ჩინური ენის სატრანსკრიფციო სისტემები

ჩინური იეროგლიფებისთვის სატრანსკრიფციო სისტემის შექმნის აუცილებლობა ისტორიულად ჩნდებოდა საკუთარი ფონეტიკური დამწერლობის მქონე ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჩინეთთან იწყებდა ან აფართოებდა ორმხრივ ურთიერთობებს.

ისტორიული თვალსაზრისით, ჩინურის ტრანსკრიბირებისთვის ყველაზე ძველი სისტემებიდან ერთ-ერთი პირველი არის არაბული (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) და მანჯურიული, — ე.წ. „ტჷლერჹი ჰერგენჲ“, რომელიც პრაქტიკულად ცალკე ანბანს წარმოადგენდა, ტრანსკრიფციები.

ჩინური იეროგლიფებისთვის საერთო ნორმატივის მიღებამდე, რომელიც მოგვიანებით ფინინი გახდა, არსებობდა აღნიშნულ იეროგლიფთა გადმოცემის რამდენიმე საწარმოთქმო სისტემა.

სატრანსკრიფციო სისტემების ნუსხა

ლათინური სისტემა

  • ჰანუი ფინინი (ფართოდ ცნობილია სახელით როგორც ფინინი) — უნივერსალური ლათინურ ანბანზე დამყარებული ჩინურ იეროგლიფთა ტრანსკრიფცია, რომელიც თანამედროვე ლექსიკონებში, დოკუმენტებში, საბუთებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძირითად საშუალებას წარმოადგენს ჩინურის გადმოსაცემად. ფინინი შემუშავდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1958 წელს, ხოლო საბოლოოდ დამტკიცდა სახელმწიფოს მთავრობის მიერ 1979 წელს. გაცილებით ფართოდ გამოიყება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროში.
  • ვეიდ-ჯაილზის სატრანსკრიფციო სისტემა — შემუშავდა XIX საუკუნეში სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისურენოვან ქვეყნებში. ვეიდ-ჯაილზის ტრანსკრიფცია ჩინეთში ფინინის სისტემით ჩაანაცვლეს.
  • გოიუი ლომაძი — შემუშავდა XX საუკუნის დამდეგს ჩინელი ენათმეცნიერების მიერ როგორც ვეიდ-ჯაილზის ალტერნატიული სისტემა. ტონების აღნიშვნა ყოველ მარცვალზე გარკვეული ასო-ნიშნების კომბინირებით იყო შესაძლებელი და არა დიაკრიტიკებით. დღესდღეობით პრაქტიკულად არსად არ გამოიყენება.
  • მანდარინის ფონეტიკური სიმბოლოები II — შექმნეს ტაივანელმა ლინგვისტებმა 1984 წელს გოიუი ლომაძისა და ვეიდ-ჯაილზის საფუძველზე. მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა ტაივანზე, მას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოცემული ლიტერატურის ფარგლებს გარეთ არ ჰქონია მაინცადამაინც დიდი გამოყენება. ამჟამად ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
  • თუნიუნ ფინინი – ჰანუი ფინინის ტაივანური ანალოგი. თუმცა კუნძულზე მას ოფიციალური ფუნქცია აქვს 2002 წლიდან. უფრო მეტიც, თუნიუნ ფინინი თანაარსებობს სხვა სისტემებთან ერთად.
  • იელის უნივერსიტეტის რომანიზაციის სისტემები — შემუშავდა იელის უნივერსიტეტში. იელის ფუთუნხუას რომანიზებული სისტემა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედროთა დაკვეთით. დღესდღეობით ფინინით არის ჩანაცვლებული. კანტონური დიალექტის იელის რომანიზებული სისტემა გამოქვეყნდა 1970 წელს და დღემდე მეტ-ნაკლებად გამოიყენებენ.
  • მორისონის ტრანსკრიფიცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს ბიბლიის ჩინურ ენაზე მთარგმნელის, მორისონის (Robert Morrison, 1782–1834) „ჩინური ენის ლექსიკონში“, რომელიც შანხაიში გამოიცა (იხ. R. Morrison: „A Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1879).
  • უილიამსის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს შანხაიში გამოცემულ უილიამსის (Samuel Wells Williams, 1812–1884) „ჩინური ენის სილაბურ ლექსიკონში“ (იხ. Williams, S. W.: „A Syllabic Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1874) .
  • ბალერის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა ბალერის (Frederick William Baller, 1852–1922) „ჩინურ-ინგლისურ ანალიტიკურ ლექსიკონში“ (იხ. Baller, F. W.: „An Analytical Chinese-English Dictionary, Compiled for the China Inland Mission“, Shanghai, 1900)
  • მატირის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა მატირის (Calvin Wilson Mateer, 1836–1908)) ავტორობით გამოსულ მანდარინის მოკლე სასწავლო სახელმძღვანელოში (იხ. Mateer, С. W.: „A Short Course of Primary Lessons in Mandarin Shanghai“, 1904). გამოიყენებოდა ამერიკული პრესვიტერიანელთა პუბლიკაციებში.

ვიწრო გამოყენების სისტემები

სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელებული ლათინურანბანოვანი სატრანსკრიფციო სისტემებისა, ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებობს ისეთი ტრანსკრიფციებიც, რომელთანც მხოლოდ ცალკეული ავტორები ან ავტორთა კოლექტივები ჰქმნიდნენ და იყენებდნენ თავიანთ შრომებში:

კირილური სისტემა

სხვა ანბანურ სისტემებზე დაფუძნებული ტრანსკრიფციები

გაქართულებული რუსული და რომანული სისტემები

საბჭოთა კავშირის წლებში მხატვრული თარგმანისა თუ პრესის ენისთვის მიღებული იყო ე.წ. პალადიუს-ვასილიევის სატრანსკრიფციო სისტემის გაქართულება. შემდგომ წლებში იყო ჩინურის რომანული ვარიანტის გაქართულებულების მცდელობები, რაც იმას უკავშირდებოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა ქართულის ენისა და ანბანის ფონეტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით შექნილი ჩინური იეროგლიფიკის საკუთარი სატრანსკრიფციო სისტემა.

ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია

ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები პირველად დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 22 მარტს. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველი და ჩინელი მეცნიერები — მარინე ჯიბლაძე, თინათინ ბოლქვაძე, ლიოუ ჩაო, ლიანგ ქუნგქუნგი, ნიკო ქელბაქიანი, მაკა თეთრაძე. დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე წესები გამოქვეყნდა ამავე წლის 22 ივნისს.[1] შეტანილია 2020 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ რიგით II ბიულეტენში.[2]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Legeza, Ireneus László: Guide to transliterated Chinese in the modern Peking dialect. Leiden : Brill, ორ ტომად, 1968–1969
    • ტომი 1: Conversion tables of the currently used international and European systems with comparative tables of initials and finals
    • ტომი 2: Conversion tables of the outdated international and European individual systems with comparative tables of initials and finals
  • Kaden, Klaus: Die wichtigsten Transkriptionssysteme für die chinesische Sprache. Eine Einführung zum Selbststudium (VEB Verlag Enzyklopädie, Leipzig 1975).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Katedral EinsiedelnKatedral Biara Benediktin Santo MauritiusJerman: Kloster EinsiedelnKatedral EinsiedelnKatedral St. UrsusKoordinat: 47°07′36″N 08°45′5.3″E / 47.12667°N 8.751472°E / 47.12667; 8.751472LokasiEinsiedelnNegara SwissDenominasiGereja Katolik RomaArsitekturStatusKatedral, Biara teritorialStatus fungsionalAktifAdministrasiKeuskupanKeabasan Einsiedeln Katedral Biara Einsiedeln (Jerman: Kloster Einsiedeln) adalah sebuah gereja katedral ...

 

Aleksandar Kovacevic País  Estados UnidosFecha de nacimiento 29 de agosto de 1998 (25 años)Lugar de nacimiento New York, Estados UnidosAltura 1,83 m (6′ 0″)Peso 79 kg (174 lb)Entrenador Dean GoldfineBrian Garber Milan KovacevicProfesional desde 2021Brazo hábil Diestro (revés a una mano)Dinero ganado $253,849Perfil oficial ATP Perfil ATPIndividualesRécord de su carrera 3–1Ranking actual 114.° (22 de mayo de 2023)Mejor ranking 101.° (3 de abril de 2023)Resultado...

 

Cory MonteithCory Monteith di GLAAD Awards pada tanggal 17 April 2010LahirCory Allan MonteithMeninggal13 Juli 2013(2013-07-13) (umur 31)Vancouver, British Columbia, KanadaPekerjaanAktor, musisiTahun aktif2004–2013 Cory Allan Monteith[1] (11 Mei 1982 – 13 Juli 2013) adalah aktor dan musisi asal Kanada yang dikenal setelah berperan sebagai Finn Hudson dalam serial televisi Fox Glee. Filmografi Film Tahun Film Peran Catatan 2005 Killer Bash Douglas Waylan Hart...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Tang ping (Hanzi: 躺平; Pinyin: tǎng píng; harfiah: 'berbaring') atau Tangping adalah sebuah tren yang disebut sebagai penentangan terhadap penekanan masyarakat Tiongkok untuk kerja keras.[1][2][3][4] No...

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Faktoradik – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Faktoradik adalah sebuah sistem bilangan yang setiap posisi angka memiliki basis sesuai dengan faktorial dari posisinya. Sistem bilangan ini...

 

Buran in 2010 History → Soviet Union → Russia NameBuran (Буран) NamesakeRussian for blizzard OperatorBaltic Fleet BuilderAdmiralty Shipyard (Leningrad, USSR) Yard number773 Laid down21 January 1966 Launched16 May 1966 Completed24 October 1966 In service1966–present IdentificationIMO number: 4622337[1] StatusIn service General characteristics [2] Class and typeProject 97K icebreaker Displacement2,935 t (2,889 long tons) Length67.7 m (222 ft) Beam1...

Howitzer 120 mm howitzer Model 1901 A Russian model 1901 captured during the Finnish Civil War at the Hameenlinna artillery museum.TypeHowitzerPlace of origin German EmpireService historyIn service1901-?Used bySee UsersWars Second Boer War Russo-Japanese War Balkan wars World War I Finnish Civil War Hungarian–Romanian War Production historyDesignerKruppDesigned1901ManufacturerKruppProduced1901No. builtRussia: ?Romania: 31SpecificationsMassTravel: 1,835...

 

American conceptual artist Michael SalterSelf-portrait, from the artist's collectionBorn1967Bristol, Connecticut, USANationalityAmericanEducationMiami University; University of North Carolina, Chapel HillKnown forConceptual art, installation art, painting, graphic designNotable workStyrobotIf You Don't Buy It From Us, It's Not Our Problemtoo muchAre You SureInformatics and the Styrobot Face-offVisual LogisticsAwardsNorth Carolina Arts Council 2005 Artist Fellowship Recipient[1] M...

 

Place in Acre, Mandatory PalestineArab al-Samniyya عرب السمنيةArab al-Samniya 1870s map 1940s map modern map 1940s with modern overlay map A series of historical maps of the area around Arab al-Samniyya (click the buttons)Arab al-SamniyyaLocation within Mandatory PalestineCoordinates: 33°02′48″N 35°10′50″E / 33.04667°N 35.18056°E / 33.04667; 35.18056Palestine grid165/272Geopolitical entityMandatory PalestineSubdistrictAcreDate of depopulation...

Village in Maharashtra This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Chincholi, Parner – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2023) Village in Maharashtra, IndiaChincholiVillageChincholiLocation in Maharashtra, IndiaShow map of MaharashtraChincholiChincholi (India)Show map of IndiaCo...

 

Щодо інших людей з таким самим іменем та прізвищем див. Гайдай Сергій. Гайдай Сергій Володимирович Голова Луганської обласної державної адміністрації 25 жовтня 2019 — 15 березня 2023Президент Володимир ЗеленськийПопередник Віталій КомарницькийНаступник Артем Лисогор...

 

Ana María de la Campa y Cos II Condesa del Condado de San Mateo de Valparaíso[1]​ Información personalNacimiento 11 de agosto de 1734Sombrerete, ZacatecasFallecimiento 15 de octubre 1804Ciudad de MéxicoFamiliaPadre Fernando de la Campa, I conde de San Mateo.Madre Isabel Rosa CeballosCónyuge Miguel Berrio Saldívar[editar datos en Wikidata] Ana María de la Campa y Cos (Sombrerete, 11 de agosto de 1734 - Ciudad de México 15 de octubre de 1804), fue condesa de San Mateo (1...

Study of formal speaking in pronunciation, grammar, style, and tone Elocutionist redirects here. For the racehorse, see Elocutionist (horse). Not to be confused with Electrocution. This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (May 2019) (Learn how and when to remove this template message) An accomplished elocutionist, an illustration of elocutionist perform...

 

1. Daun dan Perbungaan Arum maculatum, 2. Batang bawah tanah, 3. Bagian bawah spathe dipotong terbuka, 4. Lonjakan buah - menunjukkan bunga betina, bunga jantan, dan bunga mandul secara berurutan (dari bawah) membentuk cincin rambut yang ditanggung pada bunga tongkol. Diagram bunga tongkol Dalam botani, bunga tongkol atau spadiks adalah jenis perbungaan yang memiliki bunga kecil yang ditanggung pada batang berdaging. Bunga tongkol merupakan ciri khas dari famili Araceae, yaitu arum atau aroid...

 

World Allround Speed Skating ChampionshipsJaap EdenFirst official ISU-World ChampionVenueMjøsen, Hamar, NorwayDates23–24 FebruaryCompetitors18 from 3 nationsMedalist men Jaap Eden  NED←1894 Stockholm1896 Saint Petersburg→ Official program The 1895 World Allround Speed Skating Championships took place at 23 and 24 February 1895 at the ice rink Mjøsen in Hamar, Norway. There was no defending champion. In 1894 no champion was declared because none of the skaters won three dista...

Dutch journalist In this Dutch name, the surname is Koster. Koos KosterKoster in 1973.Born9 January 1936Sint Annaparochie, NetherlandsDied17 March 1982(1982-03-17) (aged 46)Santa Rita, El SalvadorCause of deathMurderedNationalityDutchAlma materKampen Theological UniversityVrije Universiteit AmsterdamOccupationJournalistYears active1969–1982EmployerIKON Koos Jacobus Andries Koster[1] (Dutch: [koːs kustɛr]; 9 January 1936 – 17 March 1982) was a Dutch jo...

 

2009 video gamePro Evolution Soccer 2010British and Irish cover art featuring (from left to right) FC Barcelona's Lionel Messi and Liverpool's Fernando Torres.Developer(s)Konami Computer Entertainment TokyoPublisher(s)KonamiDesigner(s)Dhanush Mahendran (executive)Naoya Hatsumi (producer)Toru Nagai (artistic director)Satoshi Suzuki (game mechanics director)Jon Murphy (European Team Leader)Son Aubramei ( North American Team Leader )SeriesPro Evolution SoccerEnginejoursaintPlatform(s)Microsoft W...

 

Questa voce sull'argomento società di pallacanestro slovene è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. K.K. Cedevita OlimpijaPallacanestro Detentore della Supercoppa slovena Segni distintivi Uniformi di gara Casa Trasferta Colori sociali Verde, Arancione e bianco Dati societari Città Lubiana Nazione  Slovenia Confederazione FIBA Europe Federazione KZS Campionato 1. A slovenska košarkarska liga Fondazione 2019 Denominazione Košarkarski klu...

Questa voce sull'argomento atleti svizzeri è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Finley Gaio Nazionalità  Svizzera Atletica leggera Specialità Ostacoli alti Società SC Liestal Record 60 hs 771 (indoor - 2023) 110 hs 1346 (2022) Carriera Nazionale 2019- Svizzera Statistiche aggiornate al 17 agosto 2022 Modifica dati su Wikidata · Manuale Finley Gaio (15 aprile 1999) è un osta...

 

Diet to control hypertension This article needs more reliable medical references for verification or relies too heavily on primary sources. Please review the contents of the article and add the appropriate references if you can. Unsourced or poorly sourced material may be challenged and removed. Find sources: DASH diet – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2015) The Dietary Approaches to Stop Hypertension or the DASH diet is a diet to co...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!